აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა — რა გახდა მიზეზი?
ფოტო: DW
აშშ-ის არმიამ ირანზე ახალი, "მასირებული დარტყმები განახორციელა, რათა მისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა". როგორც აცხადებენ, ეს ნაბიჯი საპასუხო რეაქციაა თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის რაიონში სამი ტანკერისთვის ცეცხლის გახსნაზე.
"ირანის მიერ გამოვლენილი აგრესია იყო დაუსაბუთებელი, სახიფათო და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აშკარა დარღვევას წარმოადგენდა", — ნათქვამია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში სამშაბათს, 7 ივლისს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან არსებული საზღვაო სავაჭრო გადაზიდვების კოორდინაციის ცენტრის (UKMTO) მონაცემებით, ერთ ტანკერს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა და მან მსუბუქი დაზიანება მიიღო. თითქმის იმავდროულად, ცენტრმა კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ განაცხადა: სერიოზულად დაზიანდა კატარის თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერი Аl-Rekajat, რომელსაც, ეკიპაჟის წევრების თქმით, "უცნობი ჭურვი" მოხვდა. ირანის მიერ დაზიანებული მესამე გემის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
დარტყმები საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კატარღებზე
ცოტა ხნის შემდეგ შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოპერაციის დეტალები გაასაჯაროვა. მათი განმარტებით, ამერიკელი სამხედროების სამიზნე გახდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მართვისა და კავშირგაბმულობის ქსელები, სანაპირო რადიოლოკაციური სადგურები, ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, აგრეთვე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 60-ზე მეტი კატარღა.
ახალი ამერიკული დარტყმების შესახებ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონის მთავრობამ კვლავ აამოქმედა ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები, რომლებიც სულ რაღაც ორ კვირაზე მეტი ხნის წინ გააუქმა.
ირანი: აშშ არღვევს ჩარჩო შეთანხმებას
თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ თხევადი გაზის ტანკერს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც მან გაფრთხილებები უგულებელყო. ბოლო დღეებში თეირანი არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ უსაფრთხო მხოლოდ მის მიერ გაყვანილი მარშრუტია ჰორმუზის სრუტის გავლით.
ირანულ ნავთობზე შეერთებული შტატების სანქციების აღდგენა და ამას მოყოლილი დარტყმები შეთანხმების "სერიოზული დარღვევაა", — დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ირანი "გადამწყვეტ ზომებს მიიღებს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად", — დასძინა მან.
ნაოსნობის უსაფრთხოებას ანკარაში განიხილავენ
ამასთანავე, როგორც სააგენტო Reuters იტყობინებოდა, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს 7 ივლისს, NATO-ს წევრი ქვეყნებისა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ მოლაპარაკებებზე, სურდათ წარედგინათ გეგმები სრუტეში მრავალეროვნული საზღვაო მისიის განთავსების შესახებ, რაც ნაოსნობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
ანკარაში, სადაც 7-8 ივლისს NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრები შეიკრიბებიან. ამავდროულად, ირანის უარი, ჩაერთოს ამ ინიციატივაში, ნაკლებად სავარაუდოს ხდის აკვატორიაში დაძაბულობის სწრაფ განმუხტვას, აღნიშნა სააგენტომ.
შეერთებული შტატების მხრიდან ახალი დარტყმის ფონზე, რეგიონში ახალი სამხედრო ესკალაციის საფრთხე იზრდება, თავად მოლაპარაკებები კი ჩიხში შევიდა. ახლახან ტრამპი ირანს კვლავ დაემუქრა და განაცხადა, რომ ან გაფორმდება შეთანხმება, ან აშშ "საქმეს ბოლომდე მიიყვანს". საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ ვაშინგტონის მხრიდან მუქარა გრძელდება.
- ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა
- "დროა": ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ
- ფინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს
- საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან
- დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
- ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
კომენტარები