კლინტონის კამპანიამ ტრამპის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი კვლევა დააფინანსა
ფოტო: AP
დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა და ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიამ გასულ წელს დააფინანსა კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს რუსეთის მთავრობის ოპერატიულ სამსახურებთან ჰქონდა კავშირი.
ამერიკის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები, ვაშინგტონ პოსტის ლიდერობით, აქვეყნებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ვაშინგტონელმა ადვოკატმა, მარკ ელიასმა, რომელიც კლინტონის კამპანიას წარმოადგენდა, და ეროვნულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, დაიქირავეს ფიუჟენ ჯი პი ესი - ვაშინგტონური ფირმა, რათა მას ჩაეტარებინა კვლევა მაშინ, როდესაც კლინტონი და ტრამპი ერთმანეთს ებრძოდნენ.
ფიუჟენმა შედეგად შეითანხმა ქრისტოფერ სტილი, ყოფილი ბრიტანული დაზვერვის ოფიცერი, რომელსაც ამერიკის დაზვერვის სამსახურებთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან კავშირები ჰქონდა. მან შეადგინა ანგარიშები, რომლებიც ვარაუდობდა, რომ არსებობდა ფართო კონსპირაციული კავშირი ტრამპის კამპანიის წევრებსა და რუსეთის მთავრობას შორის მის დასახმარებლად. კვლევები, ასევე, მოიცავდა დაუდასტურებელ მტკიცებებს ტრამპის სექსმუშაკებთან კავშირისა და რუსეთში იმ ბიზნესგარიგებების შესახებ, რომლებიც რეალურად ქრთამს წარმოადგენდა.
მედიამასალები ამბობს, რომ ფიუჟენ ჯი პი ესი-ის პოლიტიკური ოპოზიციური კვლევა თავიდან იყო დაფინანსებული უცნობი რესპუბლიკელი კლიენტის მიერ, რომელიც ტრამპს ეწინააღმდეგებოდა მანამ, სანამ ის საპრეზიდენტო ნომინანტი გახდებოდა. თუმცა უცნობი რჩება რამდენი გადაიხადა ამ ყველაფერში კლინტონის კამპანიამ და ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიამ.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ კონგრესში მიმდინარე და სისხლის სამართლის გამოძიებები რუსეთთან მისი კამპანიის წევრების კავშირის შესახებ "კუდიანებზე ნადირობაა". მისი თქმით, დემოკრატები სწორედ ამით ცდილობენ ახსნან მათი კანდიდატის ტრამპთან დამარცხება. თუმცა რამდენიმე თვის წინ, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადემირ პუტინი თავად იყო ჩართული იმ საქმეში, რომელიც დონალდ ტრამპისთვის გამარჯვებაში დახმარებასა და ამერიკის დემოკრატიულ არჩევნებზე გავლენის მოხდენას გულისხმობდა.
როგორც კი დაფინანსებული კვლევების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე თავისი საყვარელი არხის ფოქს ნიუსის ლინკი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სწორედ ასე დაიწყო მის წინააღმდეგ მიმართული "ყალბი სიახლეების" საინფორმაციო კამპანია და ამ პროცესში "მსხვერპლი პრეზიდენტია".
მოსკოვთან დაკავშირებული გამოძიების ცენტრში კი ისევ სპეციალური მრჩეველი რობერტ მალერია. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი სწორედ იმ გამოძიებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც მიზნად ისახავს გაარკვიოს ჰქონდა თუ არა ტრამპის კამპანიას კავშირი მოსკოვთან და ამ მიზეზით გაათავისუფლა თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი ფედერალური საგამოძიებო ორგანოს დირექტორი ჯეიმს კომი, რომელიც საქმეს მანამდე იძიებდა, ვიდრე მას მალერი გადაიბარებდა.
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუ რა პასუხი აქვს ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები