TI რ2-ის საქმეზე: სააპელაციო სასამართლოს ქმედება პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითებს
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან მიმართებით, შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ 22 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მხარეებისთვის განაჩენის ნაჩქარევად ჩაბარება პოლიტიკური ინტერესისა და გავლენის არსებობაზე მიუთითებს:
"საქმე შეეხება სასამართლოს მიერ მიზანმიმართულად პროცესის დაჩქარებას, რომლის შედეგს რუსთავი 2-სათვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საერთო ვადის შემცირება წარმოადგენს".
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს რომ, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთ მოკლე ვადაში გადაწყვეტილების დასაბუთების მომზადება და ამ გადაწყვეტილების პროაქტიულად ჩაბარება უპრეცედნტო ფაქტია. მათივე თქმით, სასამართლოს ასეთი ქმედება არც ერთ სხვა საქმეზე არ განუხორციელებია:
"ამ და, განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში, საქმის მოსმენისას დაფიქსირებული დარღვევების ფონზე, დასტურდება ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობის უკან შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე ჩვენი სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს. წინასაარჩევნოდ ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს პლურალისტულ მედია გარემოს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში".
ორგანიზაციის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით დაჩქარებული წესით ტელეკომპანიის საქმის გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა მხარეებს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების ჩაბარება არ არის სასამართლოს ვალდებულება და ის თავად მხარემ სასამართლოში მისვლის გზით უნდა ჩაიბაროს:
"სასამართლოს ამგვარი ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს მხარის შესაძლებლობის შეზღუდვას, მაქსიმალურად გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და გადაწყვეტილება ვადის სრული გამოყენების შემდგომ გაასაჩივროს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ქმედებით, რუსთავი 2-ს შესაძლებელზე 18 დღით ნაკლები ვადა განესაზღვრა გადაწყვეტილების უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებისთვის".
როგორც არასამთავრობო ორგანზიაცია განმარტავს, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
კანონმდებლობის მიხედვით, მხარეთა უფლებაა სრულად გამოიყენონ მოცემული ვადა, და გადაწყვეტილება 20-დან 30 დღემდე პერიოდის განმავლობაში, მათ შორის 30-ე დღეს ჩაიბარონ. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე ძმები ყარამანაშვილების და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატების განცხადებით, მათი მხარე სწორედ ამას გეგმავდა, რათა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა რაც შეიძლება გვიან დაწყებულიყო.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები