"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს", — ასე გამოეხმაურა მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებას. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სურთ და ოპტიმიზმით უყურებენ ყველა გზავნილს.
"ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით ვუყურებთ ყველა გზავნილს, რასაც ვისმენთ, მათ შორის იმ გზავნილებს, რომლებიც მოვისმინეთ უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს და, კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დანარჩენი არის დამოკიდებული შემდგომ მოლაპარაკებებზე.
...არაფრის დაპირებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ, პრინციპის დონეზე რომ გითხრათ, ერთადერთ რამეზე. რომ მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. დაპირებებზე საუბარიც არასწორია. მე ერთი რამ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ თუკი რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან. 100%-ით ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული გასწორდეს", — განაცხადა კობახიძემ.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ციტირება გააკეთეს რიუბიოს კომენტარიდან, სადაც მან თქვა, რომ მათ [ქართულმა მხარემ] თავად ჰკითხეს, რა არის საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მიაწოდეს პასუხი და იმედოვნებენ, რომ ამ საფუძველზე შეძლებენ წინსვლას. ირაკლი კობახიძემ მსგავსი რა გამორიცხა და თქვა, რომ არც მას და არც მის კოლეგებს ამერიკული მხარისთვის მსგავსი კითხვა არ დაუსვამთ.
"[რისი გაკეთებაა საჭირო აშშ-თან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად? — ჩვენ არასოდეს, არასოდეს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ. ...ტყუილი შუაშია კაცო. ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით რაღაც თქვას. არა, არა, არ გვკითხვია. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. რა შუაშია ტყუილი კაცო. ეს არის თქვენი არასწორი ინტერპრეტაცია. შეიძლება ადამიანი როცა საუბრობს, რაღაც ასე თქვას ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რაც იყო ფაქტი. ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა, არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით მარტივი რამ: ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. ეს ხომ ერთადერთი, რაც ჩვენი მხრიდან იქნა ნათქვამი და კიდევ ერთხელ გაიმეორებს. თუკი რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ყველაფერი გაფუჭდა ამერიკული მხარის გამო, წინა ადმინისტრაციის ძალისხმევით. ყველაფერი 100%-ით გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან. აქედან გამომდინარე...
ნახეთ, საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს. საქართველო არის ღირსეული, სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ აბსოლუტურად ყველგან. საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო, საქართველო სწორედ ღირსებას იცავდა წინა ადმინისტრაციის მიმართ და ღირსების დაცვა უწევდა სწორედ, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ითხოვდნენ ჩვენგან, უმძიმეს რამეს ითხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ უმძიმესი რისკები აგვეცილებინა თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. უმძიმეს რამეს ითხოვდა წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდგომ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, რაც გაფუჭდა ასეთი უღირსი დამოკიდებულებით და ქცევით წინა ადმინისტრაციის მხრიდან, შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ ღირსეული ქცევით და დამოკიდებულებით ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ეს არის მკაფიო გზავნილი, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, როგორც საჯაროდ, ისე დახურულ შეხვედრებზე. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით, ეს არის ჩვენი", — განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება რუბიოს კომენტარის იმ ნაწილს, სადაც ის საქართველოს ტრაექტორიის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს, კობახიძემ საპასუხო კითხვა დაუბრუნა ჟურნალისტებს და ჰკითხა — საით მიდის ჩვენი ტრაექტორია? მისივე თქმით, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას თავად ცდილობს აშშ. რაც შეეხება საქართველო-ირანის კავშირებს, ამას არასერიოზული უწოდა და ჟურნალისტებს მოუწოდა, ჯო უილსონის დონემდე ნუ დავლენ.
"ჩინეთთან, თვითონ საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. თვითონ საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია, რომ მას უნდა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება. საქართველო და ირანი? ჯო ვილსონები ხომ არა ხართ, კაცო? ჯოუ ვილსონის დონემდე ნუ დახვალთ, რომელიც საუბრობს ათას სისულელეს", — მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ "პროცესი დასრულდება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენით".
"საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს სწორედ ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომ პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენით. ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ. ეს არის ჩვენი სურვილი", — განაცხადა კობახიძემ.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები