მეუფე იობი: რუის-ურბნისის კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში
"წესდება შესაცვლელია, შეზღუდვები არ უნდა იყოს არც სასულიერო ტიტულზე, არც წლოვანებაზე" — აღნიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა და პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე იობმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლის ჩანაწერსაც "ქართლის ამბები" ავრცელებს.
მეუფე იობმა განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა და მხარს უჭერდა, რომ საპატრიარქო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაიასაც.
"წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაცვლელი არის და ალბათ, უნდა შევცვალოთ მომავალში. იმიტომ, რომ ეს შეზღუდვები არც უნდა იყოს სასულიერო ტიტულთან დაკავშირებით, არც წლოვანებასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა... მინდოდა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაიასაც," — განაცხადა პატრიარქობის კანდიდატმა.
ინტერვიუში მან ეკლესიის მომავალ განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია მასშტაბური რეფორმები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მეუფე იობმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დაასახელა.
"ცვლილებები უნდა მოხდეს აუცილებლად. რეფორმები უნდა გატარდეს ძალიან ბევრი მიმართულებით.
ჩვენ გვაქვს რუის-ურბნისის კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში, როცა ამისთვის მზად ვიქნებით," — თქვა მიტროპოლიტმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქსირდება თუ არა ეკლესიაში საგარეო ჩარევები, მეუფემ უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევები არის.
"ფაქტიურად ეს ყველამ ვიცით, რომ არის შემთხვევები და ხდება კიდეც. ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც", — დასძინა მან.
ჟურნალისტებთან საუბრისას მიტროპოლიტმა იობმა მისი დიპლომის დაკარგვის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ "საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც".
"როცა დამირეკეს საპატრიარქოდან, მეუფე თეოდორემ მითხრა — აუცილებლად წარმოადგინეთ თქვენი სასულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომი, როცა წავედი სადაც ვიცოდი რომ იყო და იქ აღარ იყო.
მე ჩემი თვალით ვნახე. საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც, მაგრამ დღესდღეობით აღდგენილი არის უკვე", — აღნიშნა მან.
ცნობისთვის, მეუფე იობმა წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა
შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატი შეირჩა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სინოდის წევრებმა კანდიდატებად მოსაყდრე შიო (მუჯირი), მეუფე იობი (აქიაშვილი) და მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) აირჩიეს. მისი განმარტებით, ხმათა უმრავლესობა (20 ხმა) მოსაყდრე შიომ, ხოლო დანარჩენმა ორმა კანდიდატმა 7-7 ხმა მიიღეს.
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
კომენტარები