რუსეთი უკრაინას 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს, 4 მაისს უკრაინაში ორდღიანი ზავი გამოაცხადა, რომელიც ძალაში 8 და 9 მაისს უნდა შევიდეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ეს თარიღები ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციისა და 1945 წელს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავს აღნიშნავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივი შეთავაზება გამოაქვეყნა და ასევე განაცხადა, რომ იმედოვნებს, უკრაინული მხარეც იმავეს გააკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა უარს იტყვის და თავს დაესხმება 9 მაისის ღონისძიებებს მოსკოვში, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთი საპასუხოდ "მასირებულ სარაკეტო დარტყმას" მიიტანს უკრაინის დედაქალაქის, კიევის "ცენტრზე".
"მიუხედავად ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებისა, რუსეთი აქამდე ჰუმანიტარული მოსაზრებებით თავს იკავებდა მსგავსი ქმედებებისგან... ჩვენ ვაფრთხილებთ კიევის მოსახლეობას და უცხოური დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს ქალაქის დროულად დატოვების აუცილებლობის შესახებ," — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საპასუხო განცხადებაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ "არანაირი ოფიციალური მიმართვა" არ მიუღია. მან სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტის განსხვავებული, უფრო ადრეული ვადა შესთავაზა.
"ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის "აღნიშვნა". ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაცხადებთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელიც დაიწყება 5-დან 6 მაისის ღამის 00:00 საათზე... ჩვენ ვიმოქმედებთ სარკისებურად მითითებული მომენტიდან. დროა რუსეთის ლიდერებმა გადადგან რეალური ნაბიჯები ომის დასასრულებლად, თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე მიაჩნია, რომ უკრაინის კეთილი ნების გარეშე მოსკოვში აღლუმს ვერ ჩაატარებს," — დაწერა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზავის იდეა პირველად გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა. უკრაინამ მოგვიანებით განაცხადა, რომ შეთავაზების შესახებ დეტალებს ვაშინგტონისგან გამოითხოვდა.
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები