უკრაინული მედია: ზელენსკი პირველად შეხვდა უკრაინის მიერ დასანქცირებულ ირაკლი კობახიძეს
უკრაინის მიერ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად შეხვდა საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს ერევანში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კობახიძეს ერევანში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
"ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტს და მის ხალხს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას", — დაწერა ზელენსკიმ.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "ზელენსკისთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი".
"შინაარსზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის, ფორმატის შეხვედრა. თუმცა, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. ...თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო საუბარი ჩვენს შორის და ძალიან მეგობრული.
...ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს და ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო, მათ შორის, ის სულისკვეთება, რაც პრეზიდენტს გავუზიარე', — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სომხეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძეს და საქართველოს მმართველი პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს უკრაინამ 2024 წელს 10-წლიანი სანქციები დაუწესა.
უკრაინული გამოცემა წერს, რომ ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დაძაბული დარჩა, სხვა მიზეზებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მმართველი პარტია ქართული ოცნების პოზიციისა და "საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევის" სავარაუდო გეგმების შესახებ მუდმივი ბრალდებების გამო. საქართველოს უკრაინის ელჩი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში არ ჰყავდა, სანამ ამ თანამდებობაზე მიხეილ ბროდოვიჩი 2026 წლის იანვარში არ დაინიშნა.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები