9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი "ფედერალისტების" აკრძალვაზე
ფოტო: თამარ ჩერგოლეიშვილი / Facebook
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ ასაკრძალი პარტიების სიას ფედერალისტებიც დაემატება.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, "9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს, პროცესის ბოლომდე “აწევის” თავი არ აქვთ". მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა მათი გადაწყვეტილება, არ მიიღონ მონაწილეობა ფორმალურ საპარლამენტო პროცესებში.
თამარ ჩერგოლეიშვილის განმარტებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება სამი კომპონენტის ერთობლიობითაა შესაძლებელი: ქუჩის აქციებით, საერთაშორისო სანქციებითა და დემოკრატიული ალტერნატივის შექმნით.
"ჩვენთვის არაფერი იცვლება. ეს საჯარო განცხადება იყო, ამიტომ პაპუაშვილმაც და ყველამ კარგად იცოდნენ, რომ ჩვენი ფორმალურ პროცესში მონაწილეობა მათ არ ემუქრებოდათ იქამდე, ვიდრე ამ სამ პარტიას კრძალავდნენ. ეს არის ხელისუფლების სისუსტის, ანუ რეჟიმის სისუსტის გამოხატულება, იმიტომ, რომ 9-თვიანი ვადა გასდით იმ სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები და ან რამე ახალი უნდა მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს, იმიტომ, რომ არც ბოლომდე იმის აწევის თავი აქვთ, რომ პარტიები აკრძალონ. ეს რეჟიმი მაინც ქუჩით, საერთაშორისო სანქციებით და დემოკრატიული ალტერნატივით დამარცხდება და ჩვენ ახლა ვართ დემოკრატიული ალტერნატივის შექმნის პროცესში, იმისთვის, რომ ხალხს ვუთხრათ, რა მოხდება რეჟიმის მარცხის შემდგომ, რომ დამყარდება სამართლიანობა, რომ აღდგება სამოქალაქო უფლებები და გაუქმდება ყველა რუსული კანონი, მათ შორის, პარტიების ამკრძალავი ინიციატივები, რომ სუს-ი დაიშლება და შეიქმნება ისეთი უსაფრთხოების სტრუქტურა, რომელიც ჩადგება მოქალაქეების ინტერესების სამსახურში და არა რეჟიმის სამსახურში და რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროატლანტიკური განვითარების გზას, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს კიდევ ერთხელ სამართლიანობას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ჩვენი ამოცანა არის ეს. რეჟიმი რას აკეთებს, როგორ აკეთებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ რეჟიმი დღითი დღე უფრო სუსტდება და ჩვენ მას ძირი უნდა გამოვუთხაროთ აქციით, სანქციით და ალტერნატივით იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას და ეს რუსი მანქურთები თავისი პროპაგანდისტული ორგანოებიანად ჩაბარდეს წარსულში და ჩაიწეროს სირცხვილად ქართველი ხალხის ისტორიაში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას, იმიტომ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას იქნება ეს ავტოკრატიული თუ დემოკრატიული, სჭირდება აღიარება იმისთვის, რომ იფუნქციონიროს, აღიარება საზოგადოების მიერ, რომლის ნაწილიც ვართ პარტიები. ამ რეჟიმს ჩვენ არ ვაღიარებთ, იმიტომ, რომ ეს რეჟიმი არის ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ეროვნული გმირების მოღალატე რეჟიმი, რომელმაც მიატოვა საქართველოს ისტორიული გზა, ისტორიული მისია, მეგობრები მტრებად გამოაცხადა, მტრები — მოკავშირეებად და ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ ირანის, რუსეთის მოკავშირე რეჟიმი ჯიჯგნის საქართველოს და აუცხოებს თავისუფალ, დასავლურ, განვითარებულ სამყაროსთან და სწირავს რუსული სიღატაკისთვის. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, არაღიარება ვხედავთ, რომ ეფექტური იარაღია, ამას გვიდასტურებს რეჟიმიც, როდესაც კივის, გვაღიარეთ, თორემ დაგიჭერთო. ეს ნორმალურია, მათ ნამდვილად სჭირდებათ აღიარება, მათ ძალიან ცუდად აქვთ საქმე და ჩვენ კიდევ ერთხელ აქციით, სანქციით და ალტერნატივით შევავიწროებთ რეჟიმს ისე, რომ დათმობებზე წამოვიყვანოთ და ჩამოვშალოთ იმისთვის, რომ ხალხმა დაიწყოს ცხოვრება დემოკრატიულ გარემოში", — განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე ქართული ოცნების მიერ მომზადებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი განათავსეს, რომელსაც მოსამართლე ვასილ როინიშვილი განიხილავს. სარჩელში 2003-2012 წელს გახმაურებული საქმეების ჩამონათვალია, მათ შორის "სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე" — ვასილ როინიშვილი აღნიშნული საქმის ერთ-ერთი პროკურორი იყო.
საკონსტიტუციო სარჩელით ქართული ოცნება სამი პარტიის აკრძალვას მოითხოვდა:
- ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა;
- კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა;
- ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.
თავდაპირველად სარჩელში ჩამოთვლილი იყო "მცირე პარტიებიც", რომელთა აკრძალვასაც ქართული ოცნება ამ ეტაპზე არ ითხოვდა იმ მიზეზით, რომ მათ "პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ", მაგრამ მათი "არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ".
ეს პარტიები იყო: ელენე ხოშტარია — დროა; გირჩი მეტი თავისუფლება; კი ევროპას — სტრატეგია აღმაშენებელი; ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის; ფედერალისტური პარტია; საქართველოს რესპუბლიკური პარტია; "და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები".
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები