თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული 11 პირის მიმართ გამოტანილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებს მიღებული გადაწყვეტილებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
მისი თქმით, 11 პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი (რომელიც სააპელაციომ ძალაში დატოვა) "პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის კლასიკური მაგალითია". ამ საქმეების რეალური მიზანია არა კანონის აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრისა და პროტესტის დასჯაა.
"პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს შორის ერთ-ერთია 2024 წლის დეკემბერის აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმე, რომელზეც დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენის ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ საქმეთა პრედომინანტური მიზანი განსხვავებული აზრის დასჯაა და ისინი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის კლასიკური მაგალითია.
საიას მონიტორინგის შედეგების მიხედვით (რომელიც სხვა 58 პირის საქმესთან ერთად, ამ საქმესაც მოიცავს), შეფასებულია, რომ არაერთ საქმეში სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ აკმაყოფილებდა "დასაბუთებული ვარაუდის" სტანდარტს, ხოლო სადაც ფორმალურად დაკმაყოფილებულად შეიძლება ჩათვლილიყო, პროკურატურამ ვერ უზრუნველყო მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპების სრულად დაცვა, მათ შორის — დევნის საჯარო ინტერესის სწორი შეფასება და კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებით სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას შორის ზღვარის დაცვა. რიგ საქმეებში მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აღწევდა "გონივრულ ეჭვს მიღმა" სტანდარტს, რაც, შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებთან ერთად, ცხადყოფს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის მწვავე დეფიციტს, ისე პროფესიული კომპეტენციის სერიოზულ გამოწვევებს.
სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.", — წერს თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები