პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
ფოტო: Getty Images
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, მადონა ახალი ალბომით გვიბრუნდება. მელომანებში დიდი მითქმა-მოთქმის პასუხად, ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა გავრცელებული ხმები დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი 2005 წელს გამოშვებული ალბომი Confessions on a Dance Floor ("აღსარებები საცეკვაო მოედანზე") მეორე ნაწილით გრძელდება. მისი სახელწოდება, უბრალოდ, Confessions II იქნება. მადონასთვის ეს რიგით მე-15 სტუდიური ალბომია, რომელიც 3 ივლისს იხილავს დღის სინათლეს. ამ ნამუშევრით მომღერალი საცეკვაო და ელექტრონულ მუსიკას უბრუნდება.
ანონსთან ერთად, პოპის დედოფალმა 1-წუთიანი თიზერი და ალბომის გარეკანიც გაგვიზიარა. მადონას თქმით, "ბევრი არასწორად მიიჩნევს, რომ საცეკვაო მუსიკა ზედაპირულია".
"საცეკვაო მოედანი მხოლოდ ადგილი კი არა, მიჯნაა: მის მიღმა რიტუალური სივრცეა, სადაც ენას მოძრაობა ანაცვლებს", — ამბობს მუსიკოსი, — "ჩვენ საკუთარი სხეულებით უნდა ვცეკვავდეთ, ვზეიმობდეთ და ვლოცულობდეთ. ეს ყველაფერი ხომ ათასწლეულებია, ჩვენი ცხოვრების ნაწილად და რიტუალურ აქტებაა ქცეული. ბოლოს და ბოლოს, საცეკვაო მოედანიც რიტუალური სივრცეა: აქ გარე სამყაროს შენი იარებით, საკუთარი სიმყიფით უკავშირდები. რეივი ხელოვნებაა, რომლის მიზანიც ჩარჩოებს მიღმა გასვლა და თანამოაზრეების პოვნა გახლავთ. ხმა, შუქი და რხევა ჩვენს დამოკიდებულებებსაც ცვლის".
ალბომის პროდიუსერი სტიუარტ პრაისი იქნება, რომელმაც მადონასთან ერთად ჩანაწერის პირველ ნაწილზეც იმუშავა.
მადონას ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ალბომი, Madame X, რომელშიც მუსიკოსმა სხვადასხვა ჟანრი და სოციალური თემატიკა გააერთიანა, კოვიდპანდემიამდე, 2019 წელს გამოვიდა. მას შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, პოპვარსკვლავმა თავისი 40-წლიანი კარიერის აღსანიშნავად მსოფლიო ტურნეც გამართა, რომელმაც ჯამში 81 კონცერტი მოიცვა და $225 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
2024 წელს მადონას მსოფლიო ტურნეს ფინალურ კონცერტს რიო-დე-ჟანეიროში 1,6 მილიონამდე ადამიანი დაესწრო
ფოტო: WireImage / Live Nation
რაც შეეხება ალბომს Confessions on a Dance Floor, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ მეორე ნაწილი მოჰყვება — ეს მადონას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია, რომელმაც ისეთი ჰიტები გვაჩუქა, როგორებიცაა Hung Up და Sorry. დისკოს, ელექტროპოპისა და კლუბური მუსიკის სინთეზმა, რომელშიც წინა საუკუნის საცეკვაო მუსიკის გავლენებიც იგრძნობა, ყველა თაობის მელომანი ადვილად მოხიბლა: გამოსვლიდან პირველივე კვირაში, მსოფლიოში ალბომის 4 მილიონამდე ასლი გაიყიდა, დღეს კი ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩანაწერად მიიჩნევა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები