თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები — თაზო დათუნაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
"თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები", — ასე გამოეხმაურა ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას. მისი თქმით მსგავსი გადაწყვეტილება საერთაშორისო თვალსაზრისით სამარცხვინოა.
"ძალიან მარტივია ის ტრაგიკული რეალობა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ ის ცხოვრობს კლასიკურ კარიკატურულ დიქტატურაში. თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები. ივანიშვილიც ასეთი კაცია — ახირებული ბერიკაცი თავისი შიშებით, სურვილებით და ყველაზე მთავარი რაც არის შესაძლებლობით, რომ რაც უნდა ის აკეთოს ამ ქვეყანაში. მათ შორის, გადაკეტოს მთელი დასახლებული პუნქტი, თქვას, რომ "აქ მანქანა ვეღარ შემოვა“ და ამ პუნქტის თავზე ცაც დაკეტოს ისე, რომ ჩიტმაც ვერ გადაიფრინოს. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატორული ახირება და ასეთების სიმრავლე იქნება რაც უფრო წლები გავა.
არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილი უკვე ასაკში შედის და ასეთი შიშები ასაკში შესულ დიქტატორებს ძალიან უმძაფრდებათ ხოლმე. მსგავსი რაღაცები ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იქნება ხოლმე. როგორც ეროვნული ბანკის საცავი არის დღეს ივანიშვილის პირადი საცავი და თავის ოქროსა და ნახატებს ინახავს, ზუსტად ასე დაკეტავს ცას ამიერიდან. სამარცხვინოა საერთაშორისო თვალსაზრისით — მაგისტრალური გზები ასე არ იგეგმება, რომ ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილის სახლს შემოუფრინოს. უბრალოდ წავა ყველა ის მაგისტრალი და სხვა ქვეყანაზე გაივლის", — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა
შეგახსენებთ, 2026 წლის 16 აპრილიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. მთავრობის №52 დადგენილებით, იქმნება ახალი შეზღუდული ზონა "აბასთუმანი-2" (UGR-58), რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან ქვეყნის სიღრმეში 45 კილომეტრზე ვრცელდება და დაახლოებით 2000 კვ.კმ-ს ფარავს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ახალი რეგულაციით, აბასთუმნის თავზე ფრენა იკრძალება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე. ეს შეზღუდვა ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს და პირდაპირ ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის საჰაერო ტრასებს.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები