გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე
"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ. თითოეული თქვენგანი, ვინც ოცნებას წარმოადგენთ და რა თქმა უნდა, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც პირველ რიგში არის პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე" — ამ სიტყვებით მიმართა გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ საგარეო უწყების ხელმძთვანელს, მაკა ბოჭორიშვილს პარამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, იმის მტკიცება, რომ "ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის არა თუ უბრალოდ ტყუილი, არამედ მიზანმიმართული დეზინფორმაცია".
"გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი შარაშიძე მაკა ბოჭორიშვილს:
ცოტა პასუხისმგებლიან ანგარიშს ველოდით თქვენგან, ქალბატონო მაკა. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ხარ პასუხისმგებლიანი საჯარო მოხელე, გაქვს იმის უნარიც, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმ არასწორი ქმედებების და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელსაც თქვენ პირადად ახორციელებდით ბოლო წლების განმავლობაში და სინამდვილეში მივიღეთ სრულიად საპირისპირო, როდესაც, როგორც აქამდე არაერთხელ გაგიკეთებიათ თქვენ, ისევე, როგორც ოცნების სხვა წევრებს და ლიდერებს, ყველაფერი სხვას დააბრალეთ და მთელი თქვენი გამოსვლა ფაქტობრივად იყო დაფუძნებული იმის მტკიცებაზე, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევა, დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა, თურმე ესეც ევროკავშირის ბრალია და ევროკავშირს დააბრალეთ, რომ თურმე მან, ანუ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც არის არა თუ უბრალოდ ტყუილი, არამედ მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
დიდი ბოდიში, მაგრამ რა გითხრათ ევროკავშირმა, რომ გავაჩერეთო? გავაჩერეთო თუ თქვენი არასწორი ქმედებების გამო გაჩერდაო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ევროკავშირმა კი არ გააჩერა, თქვენ გააჩერეთ და ეს გააკეთეთ მიზანმიმართულად.
განზრახ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოგექციათ, იმიტომ, რომ არაფერში არ გაწყობთ, უბრალოდ არ გჭირდებათ თქვენი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, რაც არის თქვენი ერთადერთი მიზანი. სხვა მიზანი თქვენ არ გაგაჩნიათ. თქვენი ლოგიკა მაგაშია ზუსტად, რომ ევროკავშირმა კი არ გააჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, თქვენ გააჩერეთ ყველამ ერთად, ქალბატონი, იმიტომ, იმიტომ, რომ უარი თქვით დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე. იმიტომ, რომ ისეთი მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, სამართლიანი მართლმსაჯულების კუთხით საქართველოში არ ყოფილა არასდროს, როგორიც ბოლო წლებში.
და როდესაც აიღეთ ვალდებულება, კეთილი უნდა გენებათ და ეს ვალდებულებები შეგესრულებინათ. და თქვენ გააკეთეთ სრულიად საპირისპირო, სრულიად საპირისპირო. არაფერი არ გაქვთ შესრულებული. რაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ უფლებებზე, ფუნდამენტურ საკითხებზე და ფუნდამენტური რომელია? - სამართლიანი სასამართლო.
და თქვენ ეხლა მიპასუხეთ მე, რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლო?! და ქართული სასამართლო არ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი? ჩინჩალაძე მურუსიძეს, იცნობთ, ალბათ, კარგად თქვენი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. და ისიც იცით, როგორ შეუძლიათ მათ პარტიულად მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამოტანა.
აი, ეს არის სწორედ მთავარი სიმართლე. და თან ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ თქვენ მესაუბრებით ამაზე. ჩინჩალაძე მურუსიძეს რომ იცავთ, თქვენგან არ მიკვირს. აი, პირადად თქვენგან, სხვათა შორის და კიდევაც ბევრისგან გამიკვირდება, რატომ იცავთ ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლოს და საქართველოში ყველა გადაწყვეტილება, რასაც ქართული სასამართლო ღებულობს, არის პოლიტიკურად მოტივირებული და მერე გამოდიხართ და ხალხს ატყუებთ, რომ თითქოს რაღაცას ასრულებთ, რას ასრულებთ.
პირველ რიგში უნდა შეასრულოთ ფუნდამენტური საკითხები — ქართველი ხალხისთვის მთავარი. პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნის ინსტრუმენტად აქციეთ ქართული სასამართლო. და როდესაც ჯერ კიდევ 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა, კი არ შეაჩერა ევროკავშირმა, არამედ შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ამაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ. თითოეული თქვენგანი, ვინც ოცნებას წარმოადგენთ და რა თქმა უნდა, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც პირველ რიგში არის პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე. ქალბატონო მაკას მივმართავ მე ამ შემთხვევაში. თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრობა მარტო იქ რაღაც ეტიკეტის დაცვა არ არის და პროტოკოლის შესრულება, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახური.
და ამას უნდა აკეთებდეთ თქვენ პირველ რიგში. და თუ თქვენ გგონიათ, რომ თქვენ პირადად არ ხართ პასუხისმგებელი არა მხოლოდ საგარეო საკითხებზე, არამედ იმ, იმ, იმ ძალიან ბევრ დანაშაულზე, მათ შორის უცხოეთში ცხოვრებაზე ქართველი მოქალაქეების, მათ შორის იმ უსამართლო გარემოზე, რაც გვაქვს, ძალიან ცდებით, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი შეიძლება იზოლაციის პირობებში მოხდეს და იზოლაციაში თქვენ მოაქციეთ ქვეყანა, თქვენ მოაქციეთ ქვეყანა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მტრებად გამოაცხადეთ." — განაცხადა გიორგი შარაშიძემ პარლამენტში გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ მაკა ბოჭრაშვილი 15 აპრილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იყო მოწვეული.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები