ელენე ხოშტარია

24 Feb. 2026, 16:47

"24 თებერვალი არის XXI საუკუნის განმსაზღვრელი თარიღი. დღე, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად ღირსებამ, ქვეყნის სიყვარულმა, მორალურმა ძალამ დაიწყო ბოროტების, დიქტატურის, უღირსობის დამარცხება. უკრაინელი ხალხი დიდი ტკივილით და გამძლეობით წინ აღუდგა ცინიზმს, არაადამიანობას და განუკითხაობას. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ეს ომი დიდი გამოწვევაა — ჩვენი ჩამოსარეცხია "რუსული ოცნების" სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი. აქამდე ამას ვახერხებდით, არც ახლა უნდა გავჩერდეთ. დიდი ტვირთი იქნება ჩვენთვის ფაქტი, რომ სისხლიან ტერორისტულ რეჟიმს ქართველი მოღალატეები ეხმარებოდნენ, რომ ბუჩაში წასვლაზე თქვეს უარი, რომ ზელენსკის ლანძღავენ, რომ უკრაინელი დევნილები გამოყარეს სასტუმროებიდან, რომ ხალხის, ბავშვების მკვლელობით ხეირობენ. ძალიან მძიმეა ამის გააზრება, მაგრამ სიმძიმეზე მეტად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ დავამარცხოთ ეს ბოროტი ძალა — ბოროტი არაქართული, უღირსი ძალა. დასანქცირება ძალიან პატარა ფასია, რისი გადახდაც მოგიწევთ ამისთვის!

უკრაინამ შეცვალა მსოფლიო და ბევრი ახალი შესაძლებლობა მოიტანა თავისუფლებისა და სამართლიანობის მოპოვებისთვის. აქ პარაზიტირება კიდევ ერთი დანაშაულია, ამიტომ საზოგადოებამ, ოპოზიციამ უნდა ვიტვირთოთ სწორი და აქტიური როლი ახალი მსოფლიო წესრიგისა და რეგიონში ნამდვილი მშვიდობის დამყარებაში.

ამ დღეს არ შემიძლია, უდიდესი პატივისცემა არ გამოვხატო ქართველი მეომრების მიმართ. ასევე დიდი მადლობა სოფია ჭყონიას, ნინო ქათამაძეს, ნიკოლოს რაჭველს. დიდი მადლობა სოფია ჩიქოვანს და დავით კეზერაშვილს უკრაინელი დევნილების უდიდესი დახმარებისთვის, ყველა ბიზნესმენს და მოქალაქეს, ვინც იმ მძიმე წელიწადს თუნდაც ლარი გაიღო მათთვის, უმასპინძლა და იზრუნა.

დიდება გმირებს!

Слава Україні!"

"კოალიცია — ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან განცხადებას აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის" "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყება გამოაცხადა და რამდენიმე წუთში, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო.

მანამდე, 2014 წელს რუსეთი ყირიმში შეიჭრა და მიიერთა ის, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს დონბასის ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  3. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  4. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  5. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის დამოკიდებულება", — ასე გამოეხმაურა…