რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პაატა ბურჭულაძე 71 წლის გახდა
12 თებერვალს, პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღეა. ოპერის მომღერალს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში 71 წლის იუბილე შეუსრულდა. დღეს, ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე გამართულ პროცესზე სიტყვით ისარგებლა:
"ჩემს ცხოვრებაში ყველა დაბადების დღე განსაკუთრებულია. შარშან ოპერის თეატრი არ დაგვითმეს და ოპერის წინ საბარგო მანქანაზე მივიღე მრავალათასიანი მილოცვა და კონცერტი; ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. წელს, აქ ვღებულობ მილოცვებს, რაც ასევე დაუვიწყარი იქნება.
როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, მთელი მსოფლიოდან. დღეს კი ამ ორი პროკურორის გადაწყვეტილებით ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც მეკრძალება — აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე.
ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, რომ თქვენ, ბატონო ვაჟა თოდუა და განსაკუთრებით, თქვენ, ქალბატონო თამარ ბეჟუაშვილო — რომელიც ძალიან გამოირჩევით ამ უსამართლო ბრძოლაში, მინდა საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ.
მე შემიძლია წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები, იმ დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება — მერწმუნეთ ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ; მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ არა იმიტომ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ ოცნების წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და ვფიქრობ მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადაჰყვეს, ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან," — განაცხადა ბურჭულაძემ. (წყარო "პუბლიკა")
პაატა ბურჭულაძემ სასამართლო სიტყვაში იმ პოლიტიკოსებზეც ისაუბრა, რომლებიც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მასთან ერთად სასჯელს იხდიან. მისი თქმით, ის ვისაც სჯერა, რომ ბურჭულაძე საშიშია საზოგადოებისთვის "სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს"
"რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, ბევრი ადამიანი მელოდება ციხეში და მის გარეთ, ტელევიზიით, მილოცვისთვის," — თქვა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნებიდან, ამ დროისთვის, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებიან — ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომეო მიქაუტაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე და მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენეს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს 2 მუხლით: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის წარედგინა.
აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები