ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი(სტუ) ბოდიშის მოხდას სამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ისაც სთხოვს. უნივერსიტეტი წერს, რომ ტელეკომპანია POSTV-მ, ისე, რომ არც უნივერსიტეტში მისულა და არც სატელეფონო კავშირის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაუმოწმებია, სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. სტუ-ს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "უნივერსიტეტი კატეგორიულად ითხოვს გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანიამ ბოდიში მოუხადოს და უარყოს გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მისი მოპოვებული არ იყო."
"ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შერწყმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საინფორმაციო საშუალებები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ საინფორმაციო გადაცემებსა და სოცქსელებში გადაუმოწმებელ ფაქტებს ავრცელებენ, რითაც მაყურებელი/მკითხველი, ნებსით თუ უნებლიედ, შეჰყავთ შეცდომაში. უნივერსიტეტი გამორიცხავს, რომ მასმედიის მხრიდან ამგვარი არაპროფესიონალური მიდგომა ისეთ მტკივნეულ საკითხზე, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104-წლოვანი ისტორიის განადგურებას უკავშირდება, დაკვეთაა, თუმცა გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების თვალში უნივერსიტეტის დისკრედიტაციას და ამ მიზნით ერთგვარი კამპანიის აგორებას.
3 თებერვალს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია: "ტელეკომპანიების — "რუსთავი 2"-სა და "იმედის" საინფორმაციო გადაცემებში — "კურიერი" და "ქრონიკა" — დღეს გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს“. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია POSTV-მ, ისე, რომ არც უნივერსიტეტში მოსულა და არც სატელეფონო კავშირის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაუმოწმებია სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოცქსელში, თავის გვერდზე გაავრცელა სხვა ტელევიზიების კუთვნილი ფოტოები და ინფორმაცია. იმედი გვაქვს, POSTV კოლეგებსაც არ მოექცა უპასუხისმგებლოდ და კადრების გავრცელების თაობაზე მათგან ნებართვა მაინც აიღო.
უნივერსიტეტმა 3 თებერვალს გავრცელებულ წერილში აღნიშნა: "მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს "მაუწყებლობის შესახებ" (მუხლები: 52 პუნქტი "გ" — პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 — მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 - დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 — მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს". იგივე მიდგომა გვაქვს ტელეკომპანია POSTV-ის შემთხვევაში — უნივერსიტეტი კატეგორიულად ითხოვს გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანიამ უნივერსიტეტს ბოდიში მოუხადოს და უარყოს გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მისი მოპოვებული არ იყო. ინფორმაციის გაზიარების ფაქტი ადასტურებს, რომ POSTV-ი ეთანხმება "რუსთავი 2"-სა და "იმედს", რაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია",— ნათქვამია განცხადებაში.
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
კომენტარები