"საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგზე "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა
"საფარი" 11 დაზარალებულ პირს იცავს, რომელთა მიმართ, სხვადასხვა დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ძალადობის ფაქტებზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არც ერთ მოქალაქეს აქვს მინიჭებული.
"ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი 11 დაზარალებულს იცავს, რომელთა მიმართ, სხვადასხვა დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს.
ძალადობის ფაქტებზე გამოძიება თბილისის პროკურატურაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროკურატურას უკვე აქვს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა ამ დრომდე არც ერთ მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებია, ხოლო მოძალადეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
ორგანიზაცია საფარი ამ ეტაპზე 11 პირს იცავს. თერთმეტი დაზარალებულიდან რვა ქალია.
თუმცა, დაზარალებულთა რაოდენობა, რეალურად, მეტია, რაც ძალადობის სისტემურ ხასიათს წარმოაჩენს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საფარმა სამართალდამცავ ორგანოებს არაერთი
მტკიცებულება მიაწოდა: გამოიკითხნენ დაზარალებულები და მოწმეები; დაარქივდა და
დათვალიერდა სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების
ჩანაწერები; საქმეში ჩაიდო ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მანდატურის სამსახურის უფროსისა და თანამშრომლების მიერ უსაფუძვლოდ, მრავალჯერად განხორციელებულ ძალადობასა და დაზარალებულთათვის მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებს ასახავს.
მანდატურები დაზარალებულებზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არაპროპორციული ძალის
გამოყენებით ძალადობდნენ, მათ შორის: სახეში ხელისა და მუშტის დარტყმით, დაზარალებულთა წაქცევით, ხელისა და წიხლის კვრით, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოგდებით, თრევითა და არაერთგზისი სიტყვიერი შეურაცხყოფით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ნიშნები აშკარაა. გამოძიებას დამატებით ვაცნობეთ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც დაზარალებულებმა ძალადობის შედეგად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს და საჭირო გახდა მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა", — წერია "საფარის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება და დაზარალებულებს კანონით გათვალისწინებული სტატუსი მიანიჭოს. ამას გარდა, "საფარი" საქართველოს სახალხო დამცველს მოუწოდებს, "განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე, შეისწავლოს აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები და რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენციის მიზნით."
"მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ეფექტიანი
და სრულყოფილი გამოძიება, დაზარალებულებს მიანიჭოს კანონით გათვალისწინებული
სტატუსი და მტკიცებულებათა საფუძველზე დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა
მოძალადე პირის მიმართ.
მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, მისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში, განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე, შეისწავლოს აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენციის მიზნით", — წერია განცხადებაში.
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას სახლიდანასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში 45 000 დოლარს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას სახლიდანასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში 45 000 დოლარს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
კომენტარები