"ძლიერი საქართველო — ლელო" "ოცნების" მიერ გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგ გაასაჩივრებს
ფოტო: ლელო — ძლიერი საქართველო
ქართული ოცნების მიერ გრანტებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებას და ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია, ძლიერი საქართველო — ლელო გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ამ ცვლილებას ჯერ საკონსტიტუციო და შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
- პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია
- "ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი
მათი განმარტებით, ქართული ოცნება "ღიად იწყებს მოსახლეობის ფინანსურ რეკეტს და ამით ცდილობს საყოველთაო მორჩილების მიღებას". მათივე თქმით, ოცნება მოსახლეობას ქიმიური მოწამვლის შემდეგ, ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს და ამ ცვლილების შემდეგ, "საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით ირჩენენ, შესაძლოა სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ ნებისმიერ დროს, თუ ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს".
"ტოტალური რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ — ქართული ოცნება ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ქართველ ხალხს, ქიმიური მოწამვლის შემდეგ, ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს! ახლადდაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით პოტენციურად დასჯადი ხდება ყველა ფინანსური ტრანზაქცია, რომელიც, მათ შორის უცხოეთიდან, ემიგრაციიდან განხორციელდება! საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით ირჩენენ, შესაძლოა სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ ნებისმიერ დროს, თუ ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს. ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას მძევლად აჰყავს მათი ოჯახის წევრებიც, და ფაქტობრივად უკრძალავს მათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლებას, სიტყვის თავისუფლებასაც კი.
პოლიტიკურად გაკოტრებული, ლეგიტიმაციადაკარგული ქართული ოცნება, როგორც საბჭოთა პირდაპირი გადმონაშთი, უკვე ღიად იწყებს მოსახლეობის ფინანსურ რეკეტს და ამით ცდილობს საყოველთაო მორჩილების მიღებას", — წერია განცხადებაში.
ძლიერი საქართველო — ლელო ასევე აღნიშნავს, რომ "რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში" მეწარმეებიც მოყვნენ. მათივე განმარტებით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ "არღვევს საქართველოს უმაღლეს კანონს, რადგან ეს ჩანაწერი პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაა."
"რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში მოყვნენ მეწარმეებიც. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
ამ "სამართალდარღვევის" ჩადენის შემთხვევაში აუდიტის სამსახური მეწარმეს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების ყოველი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 40 000 ლარის ოდენობით.
ასევე, ქართული ოცნების დაანონსებული კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
ამ ცვლილებით, ქართული ოცნება მორიგ ჯერზე არღვევს საქართველოს უმაღლეს კანონს, რადგან ეს ჩანაწერი პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაა!
ძლიერი საქართველო — ლელო აღნიშნულ ცვლილებას, როგორც მანამდე მიღებულ ანტიკონსტიტუციურ საკანონმდებლო ცვლილებებს გაასაჩივრებს ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდგომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში და მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს აამოქმედებს, რომ რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება შეჩერდეს", — წერია ძლიერი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ 28 იანვარს, ბრიფინგზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს. მისი თქმით, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ზუსტდება გრანტების განმარტება და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.
მან ასევე განაცხადა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები ხორციელდება: პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი წლის განმავლობაში მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის ეკრძალება.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები