"ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს
ფოტო: Getty Images
დონალდ ტრამპმა შაბათს თქვა, რომ ის სუპერბოულს არ დაესწრება და მკაცრად გააკრიტიკა ორი მუსიკალური არტისტი, რომლებიც 8 თებერვალს, კალიფორნიაში, სანტა-კლარაში დაგეგმილ ღონისძიებაზე უნდა გამოვიდნენ.
New York Post-თან საუბრისას პრეზიდენტმა, რომელიც 2025 წლის სუპერ ბოულს დაესწრო, თქვა, რომ ლევის სტადიონზე დიდ მატჩს არ დაესწრება, რადგან ის "უბრალოდ ძალიან შორსაა".
"სუპერ ბოულზე შესანიშნავად მხვდებიან. მათ ვუყვარვარ", — თქვა ტრამპმა — "წავიდოდი, უბრალოდ ცოტა უფრო ახლოს რომ იყოს".
დისტანციის გარდა, ტრამპმა ასევე გააკრიტიკა NFL-ის არჩევანი წლევანდელი სუპერ ბოულისთვის შერჩეულ არტისტებთან დაკავშირებით, კერძოდ, ჯგუფი Green Day, რომელიც მატჩამდე კონცერტს გამართავს, და ჰალფთაიმ შოუს მთავარი შემსრულებელი Bad Bunny.
დონალდ და ივანკა ტრამპები 2025 წლის სუპერბოულზე
ფოტო: Getty Images
"მე მათი წინააღმდეგი ვარ", — თქვა ტრამპმა არტისტებზე — "ვფიქრობ, ეს საშინელი არჩევანია. ეს მხოლოდ სიძულვილს თესავს. საშინელება."
ტრამპმა Bad Bunny-სა და ჰალფთაიმის შოუს შესახებ, რომელმაც მემარჯვენე ფლანგზე დიდი აღშფოთება გამოიწვია, გასული წლის ოქტომბერშიც ისაუბრა. "მასზე არასდროს მსმენია. არ ვიცი, ვინ არის. არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას, სიგიჟეა. მერე კი ყველაფერს იმ პრომოუტერს აბრალებენ, რომელიც გასართობ პროგრამას არჩევს. აბსოლუტურად აბსურდულია", — თქვა მაშინ ტრამპმა.
როგორც Bad Bunny-ს, ისე Green Day-ს წლების განმავლობაში არაერთხელ გაუკრიტიკებიათ პრეზიდენტი მისი ორივე ვადის განმავლობაში. ჯგუფის ვოკალისტმა ბილი ჯო არმსტრონგმა, 2016 წელს American Music Awards-ზე დამსწრე აუდიტორიაც ჩართო ტრამპის წინააღმდეგ სკანდირებაში, როცა სცენაზე გამოსვლისას ყვიროდა: "არა ტრამპს! არა კუ-კლუქს-კლანს! არა ფაშისტ ამერიკას". ახლახან კი, არმსტრონგმა მინესოტაში ICE-ის მოქმედებები დაგმო.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები