ქალი პოლიტიკოსები სახალხო დამცველს მიმარტავენ, დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი
ქალი პოლიტიკოსების სახალხო დამცველს მიმართავენ, რომ დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი და უშუალოდ პატიმრებთან გასაუბრების შემდეგ აცნობოს საზოგადოებას ინფორმაცია პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მათ მიმართ სავარაუდო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება.
"პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან გულგრილ, არაჰუმანურ და ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე საუბრობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ პერიოდულად ცნობილი ხდება საზოგადოებისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. მათი ადვოკატების და უფლებადამცველების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქალი პატიმრები, ამ წუთამდე, ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას.
აქვე, საყურადღებოა, რომ ანასტასია ზინოვკინას შეუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და მოათავსეს დახურული ტიპის დაწესებულებაში, რითაც შეუზღუდეს სატელეფონო ზარების და პაემნების რაოდენობა. ჩვენთვის სრულებით გაუგებარია ანასტასია ზინოვკინას პირობების გაუარესების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს და ეჭვებს ბადებს.
შერჩევით, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს ნანა სანდერიც, რომელიც ასევე საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და აცხადებს, რომ მის ჩივილებს და საჭიროებებს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
აქედან გამომდინარე, მივმართავთ სახალხო დამცველს ბატონ ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი და უშუალოდ პატიმრებთან გასაუბრების შემდეგ აცნობოს საზოგადოებას ინფორმაცია პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მათ მიმართ სავარაუდო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება. გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს პატიმარი ქალებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.
ხაზს ვუსვამთ, რომ პირადად სახალხო დამცველისგან, უკიდურეს შემთხვევაში კი მისი მოადგილეების — თამარ გვარამაძის, ელენე ღუდუშაურის და ირინე ჩიხლაძის - მხრიდან ველით მოახდინონ აღნიშნული გარემოებების მონიტორინგი, არსებული ვითარების საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოების ინფორმირება, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახალხო დამცველის აპარატი", — წერია ქალი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ ცნობილი გახად, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას ადვოკატის, დარია სამოდუროვას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს. ზინოვკინას აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება.
მანამდე, 18 იანვარს საპროტესტო მოძრაობამ "300 ქალი" ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ნესტან ვერულაშვილს მიმართა, რომ იმოქმედოს, რადგან მას აკისრია პასუხისმგებლობას ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე
- ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება
- ზურა ცეცხლაძე: ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს
- "საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით
- ანასტასია ზინოვკინა: ციხეში გვკლავენ... გთხოვთ, დარეკოთ ციხეებში, სადაც ვიმყოფებით, სახალხო დამცველთან, ყველა ინსტანციაში, ჯანდაცვის სამინისტროში
- ანასტასია ზინოვკინა: "საშინელი ანტისანიტარიაა. ყველანაირი დაავადებაა — სოკოდან დაწყებული, ტკიპებითა და ტილებით დამთავრებული"
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები