საია: უბნებთან პატრულის მობილიზება დააბრკოლებს არჩევნების თავისუფალად ჩატარებას
ფოტო: On.ge
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სისხლის სამართლის კოდექსში, და სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებების პაკეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სპეციალური მუხლი არჩევნებთან მიმართებით, ასევე იცვლება საარჩევნო უბანზე (მიმდებარე ტერიტორიაზე) სამართალდამცავი უწყებების გამოძახებისა და ყოფნის კუთხით მოქმედი რეგულაციები.
საარჩევნო უბნებთან პატრულის თანამშრომლების მობილიზების შესახებ საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული დიდწილად დააბრკოლებს არჩევნების თავისუფალ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას:
"მისასალმებელია სამართალდამცავი უწყებების მზაობა უზრუნველყონ არჩევნების დღეს წამოჭრილი ნებისმიერი სახის ინციდენტის დროული აღკვეთა, თუმცა გასათვალისწინებელია ის რისკები რაც კენჭისყრის შენობაში/მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელთა ყოფნას ახლავს თან. განსაკუთრებით, ისეთი ფართო უფლებამოსილების ფონზე, როგორიცაა, საკუთარი ინიციატივით, მათ შორის პრევენციული მიზნით, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსების შესაძლებლობა".
საიას განცხადებით, ჩნდება კითხვა რამდენად რეალურია ახალი მუხლის დამატების საჭიროება და რატომ ვერ მიიღწევა ლეგიტიმური მიზანი არსებულის პრაქტიკაში ეფექტური რეალიზებით:
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ მოიცავს ამ მიმართულებით განვითარებულ სიღრმისეულ მსჯელობას, ისევე როგორც არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებსა და პრაქტიკაში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, რაც საბოლოო ჯამში სპეციალური მუხლის შემოღების განმაპირობებელი გახდა. უფრო მეტიც, განმარტებით ბარათში, მაგალითის სახით, მოყვანილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების[1] გამოცდილება ცხადყოფს, რომ იდენტური ნორმა არც ამ ქვეყნებში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსებისათვისაა დამახასიათებელი".
საიას განმარტებით, საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილის/მიმდებარე ტერიტორიის განმარტებას, ხოლო საარჩევნო უბნის საზღვრები პრაქტიკაში ინტერპრეტირების საგანია.
"მსგავსი ბუნდოვანი შინაარსის მატარებელი ნორმა ქმნის არაერთგვაროვანი და შერჩევითი პრაქტიკის დამკვიდრების მომეტებულ რისკს".
საია მიიჩნევს, რომ მუხლის დისპოზიციიდან ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება ცვლილებების განხორციელების მიზანი - არჩევნებისა და საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარება:
"შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, უმთავრეს მაკვალიფიცირებელ გარემოებას კონკრეტული ტერიტორია[2] წარმოადგენს, რაც ქმნის შესაძლებლობას ნებისმიერ ხასიათის ძალადობა თუ ძალადობის მუქარა, რომელიც განხორციელდება დასახელებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად საარჩევნო თუ არასაარჩევნო პერიოდისა, ძალადობის ყოფითი თუ სპეციფიური ხასიათისა, დაექვემდებაროს აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციას, რაც სხვა ზოგადი - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მუხლების არსებობის ფონზე არ შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად".
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები