ირაკლი კობახიძე: ტერმინები "არასამთავრობო ორგანიზაცია" და "სამოქალაქო საზოგადოება" ტყუილია
ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ტერმინები "არასამთავრობო ორგანიზაცია" და "სამოქალაქო საზოგადოება" ტყუილია. "სინამდვილეში, არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობდნენ საქართველოში".
ის ამბობს, რომ ქართული ოცნება 2022 წლამდე ამაზე საუბარს ვერ ბედავდა.
"ტერმინი "არასამთავრობო ორგანიზაცია" არის უკვე ტყუილი. ტერმინი "სამოქალაქო საზოგადოება" უკვე არის ტყუილი. სინამდვილეში, არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობდნენ საქართველოში. სინამდვილეში, ესენი იყვნენ უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, უცხოური მთავრობების დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები. დაფინანსების წყარო რაც არის, ბუნებრივია, იმ ინტერესის გატარება ხდება. ამაზე საუბარიც კი აკრძალული გვქონდა და რუსულ კანონად მაგიტომ მონათლეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები. არ არსებობს არავითარი სამოქალაქო საზოგადოება. თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, გამოდის, რომ უნდა არსებობდეს არასამოქალაქო საზოგადოებაც. წარმოიდგინეთ, რომ ლომჯარია და გიგაური არიან სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტის პროფესურა არის არასამოქალაქო საზოგადოება, შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები, ან ჟურნალისტები და ა.შ. არის არასამოქალაქო საზოგადოება. ტერმინებიც კი ფარსი იყო, ამაზე ჩვენ საუბარს ვერ ვბედავდით წლების განმავლობაში და ამაზე საუბარი დავიწყეთ 2022 წლიდან. ჩვენ სიმართლეს ავხადეთ ფარდა მტკივნეული პროცესების ფონზე. გახსოვთ, რამდენი ადამიანი მოატყუეს, როდესაც ჩვენ ვიღებდით კანონს გამჭვირვალობის შესახებ და დააჯერეს, რომ როგორ შეიძლება, რომ დასავლეთიდან წამოვიდეს უარყოფითი, მანკიერი მიზნებისთვის თანხები და ამ ტყუილში აცხოვრებდნენ ადამიანებს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
კომენტარები