დონალდ ტრამპი

26 Nov. 2025, 11:17

"ბოლო კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების კუთხით (ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!). გასულ თვეში 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა. 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა, ორივე მხარის დამატებითი წვლილის შეტანით დაიხვეწა და მხოლოდ რამდენიმე საკითხზეა დარჩენილი უთანხმოება. ამ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის დასრულების იმედით, ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს სტივ ვიტკოფს დავავალე, რომ მოსკოვში შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს და ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი შეხვდება უკრაინელებს. მიღწეული ყველა პროგრესის შესახებ გვაცნობებენ ვიცეპრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, სამხედრო მდივან პიტ ჰეგსეთსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროს სუზი უაილსს. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას მალე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო იქნება მიღწეული. გმადლობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალე იქნება მიღწეული!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…