კრემლში კადიროვის შემცვლელის კანდიდატს ეძებენ
რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობები ვრცელდება. კრემლში კი ჩეჩნეთში შესაძლო მემკვიდრეობით კრიზისთან დაკავშირებით დაძაბულობა იზრდება — სხვადასხვა ძალოვანი ჯგუფები ეძებენ კანდიდატს, რომელიც რამზან კადიროვის ადგილს დაიკავებს.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა iStories-ის წყაროების განმარტებით, რომლებიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) არიან დაახლოებული, კადიროვს სურს ხელისუფლება საკუთარ 17 წლის შვილს, ადამ კადიროვს, გადააბაროს. წყაროების თქმით, კადიროვი ეძებს სამართლებრივ ან პოლიტიკურ მექანიზმს, რომელიც მას ამის შესაძლებლობას მისცემს. მოქმედი რუსული კანონმდებლობით, სახელმწიფო თანამდებობების პირდაპირი მემკვიდრეობით გადაცემა არ არის ნებადართული, ხოლო რეგიონების ხელმძღვანელებისთვის მინიმალური ასაკი 30 წელია.
ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს სხვა ფიგურასაც — სპეციალური დანიშნულების რაზმ "ახმატის" სარდალს, აპტი ალაუდინოვს. წყაროს თქმით, ალაუდინოვის მხარდამჭერები მას "ცივილიზებულ ჩეჩენ ძალოვნად" ახასიათებენ.
თუმცა, მისი სახელი ასევე უკავშირდება ჩეჩნეთის "საიდუმლო ციხეებში" წამების შესახებ ბრალდებებს. ალაუდინოვი სანქცირებულია აშშ-ს, ბრიტანეთის, ლატვიისა და უკრაინის მიერ — ადამიანთა უფლებების დარღვევისა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
ამის პარალელურად, FSB-ს წარმომადგენლები, iStories-ის ცნობით, კიდევ ერთ კანდიდატს უჭერენ მხარს — ჩეჩნეთის პარლამენტარ ადამ დელიმხანოვს. ანგარიშში არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა მოტივები აქვს უსაფრთხოების სამსახურებს მისი მხარდაჭერისთვის.
iStories-ის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კადიროვის შესაძლო მემკვიდრის შესახებ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
Novaya Gazeta Europe წერს, რომ კადიროვს 2019 წელს პანკრეასის ნეკროზი დაუდგინდა. მას შემდეგ პერიოდულად ვრცელდება ცნობები მისი შესაძლო ჰოსპიტალიზაციების შესახებ, ხოლო ოპოზიციური Telegram-არხები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე.
2024 წლის აპრილში კადიროვმა ამ ჭორების გასაქარწყლებლად ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა. თუმცა, Novaya Gazeta Europe მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ 2025 წელს მისი მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა — მათი ცნობით, თებერვალში იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა გროზნოში მდებარე კერძო კლინიკაში, რომელიც მისივე მეუღლეს, მედნი კადიროვას ეკუთვნის.
2025 წლის მაისში, ჯანმრთელობის შესახებ მორიგი სპეკულაციების ფონზე, კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო ამ ტექსტით: "მე ვიცხოვრებ იმდენ ხანს, რამდენიც ჩემთვის არის განკუთვნილი. სიკვდილი თითოეული ადამიანის გზაა".
პარალელურად, კადიროვის პრესსამსახური რეგულარულად ავრცელებს ვიდეოებს, სადაც ის ვარჯიშობს და აქტიურად გამოიყურება. ოქტომბრის ბოლოს გავრცელდა კადიროვის კადრებიც, სადაც ის ძალოსნობითაა დაკავებული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები