თბილისის ბიუჯეტი ₾100 მლნ-ით იზრდება და ₾2 082 482 000 იქნება
თბილისის ბიუჯეტი 100 მილიონით იზრდება და 2 082 482 000 ლარი იქნება. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განსახლველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა. ამის შესახებ თბილისის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი — თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში. ეს არის პირველადი ვარიანტი, იქნება განხილვები. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საკრებულოსთან და ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნება. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 082 482 000 ლარს, რაც შარშანდელთან შედარებით, თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია.
შემოსავლების წყაროების განაწილება ასეთია: საკუთარი შემოსულობები — 1 474 814 000 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი — 580 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (დღგ სესხის ფარგლებში) — 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი — 1 783 000 ლარი", — თქვა კალაძემ.
რაც შეეხება ბიუჯეტის ოდენობის გადანაწილებას, კახა კალაძის თქმით, იგი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.
"2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრულია 479 920 000 ლარი და გულისხმობს ყველა დაპირებულ მსხვილ პროექტს –- ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკი, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია, ოთხი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლება, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სხვა მრავალი პროექტი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტრანსპორტის მიმართულებით დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტები: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა, მეტროს მოდერნიზება და სხვა; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გათვალისწინებულია 583 944 000 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით, 50 091 000 ლარით მეტია. მათი წილი ბიუჯეტში შეადგენს 28%-ს", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება.
"რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი უკვე გაგზავნილია საკრებულოში. ახლა დაიწყება განხილვები კომისიებსა და ფრაქციებში, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება მათი რეკომენდაციები. აღნიშნულ პროცესში აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან და ცენტრალურ მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ ბიუჯეტის მოცულობის დამატებითი ზრდა იმ პროექტებისთვის, რომლებიც უკვე შევიტანეთ 2026 წლის გეგმაში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური პროექტები. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რათა მათი თანადგომით შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას", — თქვა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის საბოლოო, უკვე გაზრდილი ვერსია საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები