თინა ბოკუჩავა

13 Nov. 2025, 12:14

"დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია რეჟიმის გუშინდელი გადაწყვეტილება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა. ამ გადაწყვეტილებას ორი საფუძველი აქვს. ერთი, ეს არის ის, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე, ივანიშვილის მთავარი მეტოქე, პერსონალური და პოლიტიკური მტერი დღესაც სააკაშვილია. ეს იმითაა განპირობებული, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი, ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში - ახლა უკვე ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნების სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.

და მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ მიიქციოს დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ის ყურადღება. თქვენ გახსოვთ, რომ აშშ-ის კონგრესში როგორ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორ ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე. ახლა, დიქტატურის კონსოლიდაციით, ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა, რომ ის თავად შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და კონკრეტულად აშშ-ს. ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვალში გაატარა ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც საქართველოს ფინანსები მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ, ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, რომ დასავლეთთან და აშშ-სთან ისეთი სამომლაპარაკებლო პოზიცია ჰქონდეს, როგორიც ლუკაშენკოს აქვს, ან როგორც შეიძლება ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როცა ეს მოლაპარაკებები შედგება".

თქვა ბრიფინგზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…