თინა ბოკუჩავა

1 Dec. 2025, 17:52

თინა ბოკუჩავა: "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს 88 თვითმარქვია პარლამენტის დეპუტატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ორი სხვა პოლიტიკური პარტიის გაუქმების მოთხოვნით. დღევანდელი განცხადებით ჩვენ გვინდა, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ მიიღონ ეს სამარცხვინო სარჩელი წარმოებაში და ის დაუშვებლად ცნონ, ვინაიდან ის არის ტოტალურად დაუსაბუთებელი, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების მინიმალურ სტანდარტს და არ არსებობს რეალური მიმართება დავის საგანსა და კონსტიტუციის დებულებებს შორის.

სარჩელში წარმოდგენილი დავის საგანი პოლიტიკური და თავად ანტიკონსტიტუციურია. მისი რეალური მიზანი არის საქართველოში დემოკრატიული წესწყობილების დასამარება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება. რეჟიმის ზეწოლის ფონზე, ამგვარი დაუსაბუთებელი სარჩელის წარმოებაში მიღება, რომლის ერთადერთ მტკიცებულებად წარმოდგენილია არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიის არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური დასკვნის სქოლიოები, არა რომელიმე პარტიის, არამედ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების ტოლფასია. მეორე თაობის საბჭოთა ჯალათის, თეა წულუკიანის ღალატის კომისია ყველამ ვიცით, რა მიზნით შეიქმნა — საქართველოს უახლოესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერა, ოპოზიციური პარტიების განადგურება და საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის დასამარება. ღალატის კომისია თავად ანტიკონსტიტუციურია ისევე, როგორც მისი დასკვნა, ვინაიდან მისი ფორმირება მოხდა კონსტიტუციის უხეში დარღვევით.

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კვლავ არ ეყოფათ გამბედაობა და პროფესიული ღირსება, ასეთი სამარცხვინო სარჩელი დაუშვებლად ცნონ რეჟიმის წნეხის გამო, მოვითხოვთ, როგორც მინიმუმ გამწესრიგებელი სხდომა არ ჩატარდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, რათა ჩვენ ჯეროვნად წარმოვადგინოთ პარტიის და მისი ასიათასობით მომხრის პოზიცია. უნდა გვესმოდეს, ეს სარჩელი მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას არ ეხება. ის ეხება საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…