სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, მობილური ტელეფონის შეტანაც აიკრძალოს
ფოტო: ტვ პირველი
7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნივთების სათავსო" კარადა დაამონტაჟეს, რომელშიც 960 ადგილია — თითოეული სათავსოს კარი დანომრილია და ჩამკეტით იკეტება. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, აღნიშნული კარადები სხვა სასამართლო უწყებებშიც განთავსდება და სახელმწიფოს მათი შეძენა 91 700 ლარი დაუჯდა.
რა ფუნქცია ექნებათ ამ სათავსოებს?
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 17 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ "სასამართლოს მანდატურმა სასამართლოს ეზოში და შენობაში პირის შესვლისას, ვიზუალურად უნდა შეამოწმოს, ხომ არ შეაქვს პირს სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალება (გარდა მობილური ტელეფონისა)".
რაც შეეხება სასამართლო დარბაზს, დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს მანდატურმა არ უნდა დაუშვას პირის მიერ ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა, მათ შორის მობილური ტელეფონისა. მანდატურს ასევე უფლება აქვს პირს ჩამოართვას ნივთი, რომელიც "ეჭვს ბადებს", რომ ტრანსლაციისა და გადაღების ფუნქცია აქვს.
"სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე — სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს," — წერია დადგენილებაში.
დადგენილების მე-4 მუხლში ვკითხულობთ, რომ "გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით ჩამორთმეული აპარატურა და ტექნიკური საშუალებები სასამართლოს მანდატურმა უნდა შეინახოს საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ საცავში და სასამართლოდან გასვლისას დაუბრუნოს მფლობელს".
შეგახსენებთ, ქართული ოცნების "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებით, მედიებს სასამართლო პროცესის, შენობის დერეფნის და ეზოს გადაღების უფლება ეზღუდებათ. სასამართლო პროცესების ვიდეო ან აუდიო გადაღების უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უნდა უზრუნველყოს.
აღნიშნული კანონის ცვლილების შემდეგ ჟურნალისტები სასამართლო პროცესების გაშუქებას ლაივ-ბლოგებით ახორციელებდნენ. მობილური ტელეფონის ჩამორთმევის შემდეგ ჟურნალისტები ვეღარ შეძლებენ სასამართლო პროცესების ზედმიწევნით გაშუქებას. დადგენილებაში ასევე არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ზომებს მიიღებს სასამართლო ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები