PACE-ის დელეგაცია თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მედია მენეჯერებს შეხვდა. ამ წუთებში დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილების წარმომადგენლებს ხვდება. PACE-ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან — ედიდ ესტრელა, საბინა კუდიჩი და ბას კლეინი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტვ პირველს განუცხადეს, რომ შეხვედრაზე დელეგაციას უკანონო დაკავებებზე, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოში მედიის რთულ მდგომარეობას.
"ყველაზე უპრეცედენტო გაუარესება აქვს ამ ეტაპზე ევროსაბჭოს მასშტაბით ადამიანის უფლებების კუთხით. ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა პირდაპირ მიიღონ ინფორმაცია უფლება დარღვევების შესახებ, შეხვდნენ უშუალოდ იმ პირებს, რომლებსაც უფლებები დაერღვათ, შეხვდნენ მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენს მიერ იქნა მსჯელობა იმ საკითხების გარშემო, რაც ჩვენი შესწავლის საგანია. ეს არის, მაგალითად, სასამართლოში არსებული მდგომარეობა, არასამთავრობოებთან მიმართებით მიღებული კანონმდებლობა, ეს არის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, ყველა ის საკითხი, რომელიც ქართული დემოკრატიის უკუსვლას იწვევს. ეს ინფორმაციები მათ ჰქონდათ, ჩვენ სხვადასხვა დამატებითი ინფორმაციები მივაწოდეთ, რომელიც არსებულ რეალობაში მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ," — განაცხადა სპს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.
სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობების მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს. ნატროშვილის განცხადებით, დელეგაციის წევრებს ასევე აინტერესებდათ, თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამოქალაქო სექტორში.
"ეს არის რეგულარული ვიზიტი, რომელსაც პერიოდულად ახორციელებენ ხოლმე საქართველოში. აინტერესებთ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. შეხვედრა სწორედ ამას ეძღვნება. აინტერესებთ, რა მდგომარეობაა სხვადასხვა მიმართულებით, სამოქალაქო სექტორში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მედიაში და ა.შ. კითხვები იყო სამოქალაქო ორგანიზაციების მდგომარეობაზე — თუ როგორ ვახერხებთ სამუშაოს გაგრძელებას, რა მდგომარეობაა სექტორში, რა შეზღუდვებია ქვეყანაში. ის მძიმე სიტუაცია აღვუწერეთ, რაც ხდება ქვეყანაში," — განაცხადა ნატროშვილმა.
მოგვიანებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ოცნების პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ინფორმაციით, ხვალ PACE-ის დელეგაცია ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც შეხვდება.
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კომენტარები