სომეხი სასულიერო პირის სავარაუდო ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სექსუალური შინაარსის ვიდეოების გავრცელების შემდეგ, რომლებშიც სავარაუდოდ ჩანს ეჩმიაძინის ეკლესიის არქიეპისკოპოსი, არშაკ ხაჩატრიანი სომხეთის გამოძიების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საქმე აღიძრა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტით — "პირადი ცხოვრების ხელყოფა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის მოსაპოვებლად". გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 ოქტომბერს ერევანში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ — "ინფორმირებული მოქალაქეების კავშირი" — პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ Telegram-არხზე გამოქვეყნდა ინტიმური ხასიათის ვიდეო, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა ხაჩატრიანი იყოს ასახული. ოთხი დღის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ საჩივარი საგამოძიებო კომიტეტს გადასცა, რათა გადაეწყვიტათ, დაიწყოთ თუ არა სრულფასოვანი გამოძიება.
საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული და გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში მიიღებენ. ამ დროისთვის უცნობია, გამოძიებამ დაკითხა თუ არა თავად ხაჩატრიანი ან დადგინდა თუ არა ჩანაწერის გამვრცელებელი წყარო.
ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა და უფლებადამცველებმა მომხდარი უხეში პირად ცხოვრებაში ჩარევად და საშიში პრეცედენტად შეაფასეს. მათი თქმით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ ინდივიდის უფლებების დარღვევა კი არა, სახელმწიფოს მხრიდან მზარდი მეთვალყურეობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დისკრედიტაციის ტენდენციების ნიშანია.
მთავრობამ საჯაროდ დაგმო ვიდეოს გავრცელება, თუმცა არ უპასუხა ეჭვებს, რომ უსაფრთხოების სამსახურებს შესაძლოა წინასწარ ჰქონოდათ ჩანაწერების არსებობის შესახებ ინფორმაცია. პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, არაიკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ მას მასალა არ უნახავს, თუმცა უსაფრთხოების ეროვნული სამსახური (NSS) "მომხდარის მიზეზების დასადგენად შესაბამის ზომებს იღებს". მან ასევე მოუწოდა ხაჩატრიანს, თავად მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა არწვიკ მინასიანმა იკითხა, ხომ არ გადაიღო აღნიშნული ვიდეო NSS-მა, და მოითხოვა მთავრობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, ამის დადასტურების შემთხვევაში. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს ჭორები, რომელთა მიხედვითაც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს მომხდარ ფაქტთან კავშირი აქვს. ჰარუთიუნიანმა კატეგორიულად უარყო მთავრობის კავშირი ვიდეოების გავრცელებასთან და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ფაშინიანის კრიტიკოსი ხაჩატრიანი ჯერჯერობით მხოლოდ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა, რომელშიც ვიდეოს ავთენტიკურობა უარყო და მას "ცილისწამება" უწოდა. ეჩმიაძინის დედა ეკლესიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სასულიერო პირებმა კერძო საუბრებში შემთხვევა "ეკლესიაზე თავდასხმად" შეაფასეს.
მიმდინარე წელს ფაშინიანს ღიად დაპირისპირება ჰქონდა სასულიერო პირებთან. პრემიერმინისტრმა ხაჩატრიანს საჯარო გამოსვლაში "ამორალური და უსირცხვილო" უწოდა და მას "ზნეობრივი დეგენერაციაში" დასდო ბრალი. დაპირისპირება, რომელიც თავდაპირველად ეკლესიის ავტორიტეტისა და სახელმწიფოსა და კათოლიკოს გარეგინ II-ის ურთიერთობების თაობაზე დაიწყო, თანდათან პოლიტიკურ და მორალურ ბრძოლად გადაიქცა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები