ფაშინიანი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის მსახურებას დაესწრო
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკამათო ღვთისმსახურებას დაესწრო, რომელიც კვირას ეკლესიიდან განკვეთილმა სასულიერო პირმა — არამ (სტეფან) ასატრიანმა ჩაატარა. კრიტიკოსების შეფასებით, ეს შემთხვევა უპრეცედენტო ესკალაციაა მთავრობის და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის მიმდინარე დაპირისპირებაში.
მსახურება ჰოვჰანნავანკის მონასტერში, არაგაწოტნის პროვინციაში გაიმართა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სიწმინდემ — წმინდა ეჩმიაძინმა — აღნიშნული მსახურება "უკანონო და სულიერად დამანგრეველ ინიციატივად" გამოაცხადა. ამავე კვირაში ეჩმიაძინმა ასატრიანს სასულიერო წოდება ჩამოართვა.
მსახურებას მთავრობის მაღალი რანგის წევრები ესწრებოდნენ — თავდაცვის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე მმართველი პარტიის "სამოქალაქო შეთანხმების" დეპუტატები და გუბერნატორები. მონასტერი მკაცრად იყო დაცული: პოლიციის მანქანები მთელ ტერიტორიას აკონტროლებდნენ, ხოლო პოლიციის უფროსი პირადად ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების ოპერაციას.
ღვთისმსახურების დროს ერთ-ერთი დამსწრე, რომელმაც ხმამაღლა თქვა, რომ განკვეთილ სასულიერო პირს "არ აქვს უფლება ლიტურგია ჩაატაროს", მალევე გააჩუმეს და ტაძრიდან გაიყვანეს.
მალევე ასატრიანმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა ფაშინიანს,"რადგან ის არ გაჩუმდა".
"როცა ჩვენ გვაჩუმებენ, ისინი ღვთის სიტყვას აჩუმებენ," — განაცხადა განკვეთილმა მღვდელმა ამბიონიდან.
"ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენი აქ ყოფნა გვაგულიანებს, რომ არ გავჩუმდეთ," — მის სიტყვებს დამსწრეების აპლოდისმენტები მოჰყვა.
წმინდა ეჩმიაძინმა ამ ყველაფერს მკაცრი განცხადებით უპასუხა, ღვთისმსახურება "სულის დამანგრეველ ინიციატივად" მოიხსენია და პრემიერმინისტრი ეკლესიის "გახლეჩის მცდელობაში" დაადანაშაულა. არაგაწოტნის ეპარქიის რამდენიმე მღვდელმა განაცხადა, რომ იმავე დილით გამოძიების კომიტეტში გამოიძახეს, თუმცა მათ მისვლაზე უარი თქვეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობდა პროვინცია "ღმერთის მსახურების გარეშე" დაეტოვებინა.
ასატრიანი დაძაბულობის ცენტრში 21 ოქტომბერს აღმოჩნდა — იმ დღეს, როცა ეჩმიაძინმა მას სასულიერო წოდება ჩამოართვა "ეკლესიისა და სამღვდელოების დაკნინებისა" და კანონის განმეორებითი დარღვევების გამო. ასატრიანმა ეს გადაწყვეტილება უარყო და მსახურების ჩატარება განაგრძო, რაც კვირის დასაწყისში ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
კვირა დღის მსახურებამდე ფაშინიანმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მსახურება "ეჩმიაძინის გათავისუფლების პრაქტიკულ დასაწყის" აღნიშნავდა.
"თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი," — თქვა პრემიერმინისტრმა, მიმართა რა როგორც მორწმუნეებს, ასევე სასულიერო პირებს. — "ყველა მიყვარხართ და ყველასთვის ვლოცულობ."
დღის ბოლოს ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ მომდევნო კვირას იგივე ტაძარში კიდევ ერთი შეკრება გაიმართებოდა.
ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა პრემიერის დასწრება "განახლების სიმბოლურ აქტად" შეაფასა.
"დღევანდელმა მსახურებამ აჩვენა, რომ ათასებს შეუძლიათ ეკლესიაში დაბრუნება, როცა ის კორუფციისგან თავისუფლდება," — განაცხადა მან.
პარტია "სამოქალაქო შეთანხმების" თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჰაგნ ალექსანიანმა ეკლესიაში პოლიტიკური ჩარევის შესახებ ბრალდებები უარყო:
"განა არ გვაქვს უფლება მივიღოთ ლიტურგიაში მონაწილეობა და ზიარება? ვერ ვხვდები, რატომ ხდება ამაში დაყოფა."
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიელების 71%-მა მკაცრი ნეიტრალიტეტის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს შვეიცარიელების 71%-მა მკაცრი ნეიტრალიტეტის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
კომენტარები