საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ქმნის პასუხისმგებლობის კულტურას
ფოტო: საქართველოს ბანკი
განათლების, ბიზნესის, დასაქმებისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოს ბანკისთვის უკვე მრავალი წელია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტებია. ეს არ არის ერთჯერადი კამპანიები, ეს არის სტრატეგიული ხედვა, რომლის მიზანი ერთია: ადამიანებსა და საზოგადოებას მისცეს შესაძლებლობა, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
“საქართველოს ბანკი პასუხისმგებლობას აღიქვამს, როგორც გრძელვადიან ინვესტიციას ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ პირობები, სადაც ცოდნა, ინოვაცია და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ერთიანად ემსახურება უკეთესი მომავლის შექმნას,“ — ამბობს ანა ლომთაძე საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი და პროექტების შესახებ კიდევ უფრო დეტალურად გვესაუბრება.
განათლება და ახალგაზრდების გაძლიერება — ყველაზე დიდი ინვესტიცია
საქართველოს ბანკისთვის უკვე მრავალი წელია განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკის მხარდაჭერით 40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანი ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარების განვითარება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების შექმნაა.
“ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არის ძირითადი გასაღები სოციალური პროგრესისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივები მიმართულია, როგორც მოსწავლეების, ისე სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერისკენ, მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ,“ — აღნიშნავს ანა ლომთაძე.
STEM სკოლა — მომავლის პროფესიების სწავლა სკოლიდანვე
ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია STEM სკოლა, რომელიც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა VII–XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთწლიანი ონლაინკურსის განმავლობაში დაეუფლონ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო უნარებს.
“იმისთვის, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა, ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, STEM სკოლაში საუკეთესო შედეგების მქონე 90 მოსწავლეს საქართველოს ბანკი სწავლას უფინანსებს — 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30 ნაწილობრივ. პროექტისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან გვახარებს. STEM სკოლაში უკვე 1000-მდე მოსწავლემ ისწავლა, მათგან 200-ზე მეტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა”, — აღნიშნავს ანა ლომთაძე.
ამასთან, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM ოლიმპიადასაც მართავს, რომელმაც ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი სკოლა გააერთიანა.
“STEM სკოლის პარალელურად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოსწავლეებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესი, STEM ოლიმპიადას ვმართავთ, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, არა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას შეუძლია. ოლიმპიადის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ყველა მსურველს ვურჩევ, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ”, — აღნიშნავს ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა — იდეათეკა 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სივრცეში, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა — იდეათეკა, მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტით უზრუნველყოფს.
თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით — ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.
“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა განათლების შესაძლებლობებზე. ამ მიმართულებით კი საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი გამორჩეული ინიციატივაა. უკვე მეხუთე წელია, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს ვქმნით, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეცნიერებისა და ზოგადი განათლებისადმი ინტერესის ზრდას.
ჯამში ჩვენ უკვე გავხსენით 25 იდეათეკა 11 რეგიონის სკოლაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს უფრო მეტი და მიიღოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე“,— აღნიშნავს ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის
განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად, საქართველოს ბანკი არაერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და უჭერს მხარს.
“ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს იყო სტუდენტი: სწავლასთან ერთად, ჩნდება ახალი პასუხისმგებლობები. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ. ამისათვის, შევქმენით არაერთი სასტიპენდიო პროგრამა, რომელთა ფარგლებშიც, ადგილობრივ სასწავლებლებში სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება”, — გვიყვება ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 350-ზე მეტი სტიპენდიატი.
ადგილობრივი სტიპენდიების გარდა, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, სწავლისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დაფინანსებით.
“ადგილობრივ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების მიღების პარალელურად, ჩვენ ასევე, ვპარტნიორობთ Chevening-ის და Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამებთან. ასევე, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შევქმენით ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. ამ ინიციატივების ფარგლებში, ახალგაზრდა პროფესიონალებს შეუძლიათ, ისწავლონ დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სრული დაფინანსებით და მიღებული ცოდნით, წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.
აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 55-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ, ახალგაზრდა პროფესიონალებს მოვუწოდებ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, დაელოდონ განაცხადების მიღების პერიოდს და აუცილებლად შეავსონ აპლიკაცია”, — ამბობს ანა ლომთაძე.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, აქვთ შესაძლებლობა, ბანკის 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ისწავლონ საქართველოს ბანკის სტიპენდიით. პარტნიორ პროფესიულ აკადემიებს შორისაა კულინარიის აკადემია, კომუნიკაციების სკოლა, STEP IT Academy, Smart Academy, Headvice და BDO Academy.
დასაქმების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის
ამასთან, საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის.
“პირველი კარიერული ნაბიჯები ხშირად ბევრ გამოწვევასთან ასოცირდება. იმისთვის, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს ხელი შევუწყოთ მომავლის პროფესიების არჩევაში, ჩვენ შევქმენით სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ, გაიარონ 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს ბანკში, რა თქმა უნდა, სასწავლო განრიგთან შეთავსებით, მიიღონ დარგის სპეციალისტებთან მუშაობის გამოცდილება და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ლიდერატორის პროგრამა როტაციული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სხვადასხვა მიმართულებით შეუძლიათ. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მათ აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში. ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა უკვე 500-მდე სტუდენტმა მიიღო, მათგან 80% კი ბანკში დასაქმდა”, — გვიზიარებს ანა ლომთაძე.
ბიზნესის მხარდაჭერა — ცოდნის გაზიარება და ინოვაციის წახალისება
განათლების შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქმნის რეალურ შესაძლებლობებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ბირთვია, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მაგალითად, ჩვენ შევქმენით საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც მსურველებს შეუძლიათ გაიარონ დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილი ბიზნესკურსები. UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში კი, რომელიც საქართველოს ბანკისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, მეწარმე ქალებს ვეხმარებით, საკუთარი იდეები ბიზნესად აქციონ. ასევე, მხარს ვუჭერთ SMEDA-ს პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მცირე მეწარმეებს პროდუქციის გაყიდვაში, კონსულტაციებში და გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობაში,“ — აღნიშნავს ანა ლომთაძე.
გარემოს დაცვა — პასუხისმგებლობა ბუნებისა და მომავლის წინაშე
“ჩვენთვის გარემოს დაცვა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კიდევ ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) და მხარს ვუჭერთ 18 დაცულ ტერიტორიას, რომელთა საერთო ფართობი 740,000 ჰექტარს აღწევს და სადაც 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ასევე, საქართველოს ბანკმა კავკასიის ბუნების ფონდთან ერთად კიდევ ერთი ინიციატივა წარადგინა — წერილები ბუნებისგან. პროექტის მიზანია ბუნების დასახმარებლად ბრენდებისა და ბუნების კავშირის ახალ სტანდარტის შექმნა. პროექტი მიზნად ისახავს: ბრენდებმა კარგად დაინახონ ბუნების დაცვის პასუხისმგებლობა; კამპანიის მიზანია - მოუწოდოს ყველა იმ ბრენდს, რომელიც საკუთარ ლოგოში ცხოველის ან ფრინველის ლოგოს იყენებს, წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვის პროცესში“, - გვიყვება ანა ლომთაძე.
მომავლის ხედვა
“ეს ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ჩვენი CSR მიზნები და ამოცანები კვლავ რჩება საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებად. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების შექმნაზე, ვაფორმებთ ახალ პარტნიორობებს, რომლებიც განათლების ხელშეწყობასა და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული.
გვჯერა, რომ ბიზნესის როლი გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ ფინანსური შედეგები. სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კულტურის ნაწილია — ეს არის გზა, რომლითაც ბანკი ქვეყნის პროგრესის ორგანულ ნაწილად იქცევა”, — აღნიშნავს ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები