რა არის ევროკავშირში შესვლა-გასვლის ახალი სასაზღვრო სისტემა და როგორ იმუშავებს?
1. რა არის EES?
ევროკავშირის ახალი შესვლა-გასვლის სისტემა (EES) 2025 წლის 12 ოქტომბრიდან ამოქმედდა. EES-ის გამომყენებელმა ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ გარე საზღვრებზე მისი დანერგვა ეტაპობრივად დაიწყეს და ეს პროცესი 2026 წლის 10 აპრილს სისტემის სრულად ამოქმედებით დასრულდება.
სისტემა გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, საზღვართან თავიანთი ბიომეტრიული მონაცემები დაარეგისტრირონ. სანამ მოგზაურებს შენგენის ზონაში შესვლის უფლება მიეცემათ, მათ სახის ფოტოს გადაუღებენ და თითების ანაბეჭდებს აუღებენ. საბოლოოდ, სისტემა საზღვარზე პასპორტის ხელით დაშტამპვას ჩაანაცვლებს.
შესვლა-გამოსვლის სისტემაზე დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები, EES-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
2. სად მოქმედებს და ვის ეხება EES?
EES მოქმედებს შენგენის ზონაში, რომელშიც შედის ევროკავშირის 27-იდან 25 წევრი სახელმწიფო, ასევე ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. ირლანდიის რესპუბლიკა და კვიპროსი შენგენის ზონაში არ შედიან, ამიტომ ძველებურად გააგრძელებენ პასპორტების შემოწმებას.
თქვენ იმ შემთხვევაში გეხებათ EES, თუ ხართ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქე, მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობთ EES-ის გამომყენებელ ევროპულ ქვეყანაში და:
ფლობთ მოკლევადიან ვიზას; ან:
არ გჭირდებათ ვიზა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში მაქსიმუმ 90 დღით დასარჩენად.
ასევე არსებობს გარკვეული გამონაკლისები, როცა, მაგალითად, ადამიანებს აქვთ გრძელვადიანი ვიზები ან ბინადრობის ნებართვები.
3. როგორ მუშაობს EES?
როცა EES-ის ამოქმედების მერე პირველად აღმოჩნდებით საზღვარზე, პირადი მონაცემების წარდგენა მოგეთხოვებათ. საპასპორტო კონტროლის ოფიცერი სახეზე ფოტოს გადაგიღებთ და/ან თითების ანაბეჭდებს აგიღებთ. ეს ინფორმაცია ციფრულ ფაილად შეინახება.
პროცესს უფრო სწრაფად გაივლით, თუ გარკვეულ მონაცემებს წინასწარ დაარეგისტრირებთ თვითმომსახურების ეკრანით (თუკი ასეთი ხელმისაწვდომია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე), ან მობილურის აპლიკაციით (თუკი ის ხელმისაწვდომია ქვეყანაში, რომელშიც შედიხართ).
12 წლამდე ასაკის ბავშვებს თითების ანაბეჭდებს არ აუღებენ.
რადგან სისტემის დანერგვის სისწრაფე წევრი ქვეყნების ცალკეულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, EES-თან თქვენი პირველი შეხება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად და როდის მიემგზავრებით. მაგალითად, გერმანია ამ მომსახურებას ეტაპობრივად შემოიღებს, კერძოდ, სისტემას თავდაპირველად შტუტგარტის მცირე ზომის აეროპორტში აამუშავებს, რის შემდეგაც ფრანკფურტამდე გააფართოებს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავიაციო ჰაბად ითვლება.
პირად მონაცემებთან ერთად, ელექტრონულ სისტემაში ქვეყანაში შესვლისა და გასვლის თარიღებიც შეინახება. თუკი ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ვადაზე მეტხანს დარჩებით, რომელიც EES-ის გამომყენებელი ევროპული ქვეყნების მიერაა განსაზღვრული, სისტემა თქვენს იდენტიფიცირებას მოახდენს და ამ ინფორმაციას ჩაიწერს.
თუკი საზღვრის გადაკვეთაზე უარს გეტყვიან, ეს ინფორმაციაც სისტემაში შეინახება.
4. რა მოუვა შეგროვებულ მონაცემებს?
EES-ის სისტემის მეშვეობით ციფრულად შეგროვებული მონაცემები სამი წლის განმავლობაში შეინახება (გარკვეული გამონაკლისებით), რის მერეც წაიშლება.c
მისი გამოყენება შეუძლიათ EES სისტემის მქონე ქვეყნების საზღვარზე, სავიზო და იმიგრაციის უწყებებს, ასევე ადგილობრივ პოლიციასა და ევროპოლს, ევროპის პოლიციის სამსახურს.
თუკი სამის წლის პერიოდის ვადაში საზღვარს ხელახლა გადაკვეთთ, პროცესი უფრო სწრაფად ჩაივლის, რადგან ფაილში უკვე შენახული იქნება თქვენი ფოტო და თითების ანაბეჭდები.
თუკი ფოტოს გადაღებაზე ან თითების ანაბეჭდების აღებაზე უარს განაცხადებთ, ქვეყანაში შესვლა აგეკრძალებათ.
5. გაზრდის თუ არა EES საზღვრებთან ლოდინის დროს?
რადგან EES ეტაპობრივად ამოქმედდება, ეს წევრ სახელმწიფოებს მისცემს საშუალებას, მოერგონ ახალ სისტემას და მაქსიმალურად შეამცირონ რიგები საზღვრებთან. მათ ასევე აქვთ EES-ის მოქმედების დროებით შეჩერების უფლება, თუკი ლოდინის დრო ზედმეტად გაიზრდება.
მართალია, სასაზღვრო პუნქტთან პირველად მისულ მოგზაურს პირადი და ბიომეტრიული მონაცემების წარდგენა მოეთხოვება, საზღვრის მომდევნო გადაკვეთების პროცესი გაცილებით სწრაფად ჩაივლის, რადგან საზღვრის გამკონტროლებლები, უბრალოდ, ინფორმაციას გადაამოწმებენ და პასპორტის დაშტამპვა აღარ დასჭირდებათ.
6. რა უპირატესობები აქვს ახალ სისტემას?
ევროკავშირისთვის, EES:
ათანამედროვებს საზღვრის მართვას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლის, გასვლის ან შესვლაზე უარის თქმის ელექტრონულად რეგისტრირების გზით;
მეტად ეფექტიანს ხდის სასაზღვრო შემოწმებებს და ეტაპობრივად აუმჯობესებს მოგზაურების გამოცდილებას;
ეფექტიანად უპირისპირდება იდენტობის ქურდობას ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების გზით;
აუმჯობესებს უსაფრთხოებას ევროკავშირის შიგნით;
ეხმარება ტერორიზმთან და სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას იდენტობის შემმოწმებელი მექანიზმის როლის შესრულებით.
ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, EES:
ინახავს ზუსტ ინფორმაციას ევროკავშირში თქვენთვის ნებადართული დარჩენის მაქსიმალური ხანგრძლივობის შესახებ;
ანაცვლებს პასპორტის დაშტამპვის საჭიროებას;
ეტაპობრივად ამცირებს საპასპორტო კონტროლის რიგებში ლოდინის დროს ავტომატიზებული სასაზღვრო კონტროლის დანერგვის გზით.
7. მჭირდება თუ არა ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციაც?
ჯერ არა. ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება დაგეგმილია 2026 წლის უკანასკნელ კვარტალში, მას მერე, რაც EES სრულად ამუშავდება. ETIAS შეეხება ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირში ვიზის გარეშე მოგზაურობენ.
ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის მისაღებად თქვენ უნდა გაგზავნოთ ონლაინაპლიკაცია, რომელშიც მოცემული იქნება პირადი ინფორმაცია და თქვენი მოგზაურობის დეტალები და უნდა გადაიხადოთ 20 ევროს ოდენობის გადასახადი. განაცხადების უმრავლესობა წუთებში დამუშავდება, რაც მოგცემთ უფლებას, ევროპის 30 ქვეყანაში შეხვიდეთ ხანმოკლე ვადით და ნებისმიერი სიხშირით (როგორც წესი, მაქსიმუმ 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში). ავტორიზაცია ძალაში დარჩება სამი წლის განმავლობაში ან თქვენი პასპორტის მოქმედების ვადის გასვლამდე.
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
კომენტარები