თენგიზ შარმანაშვილი: "ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ "დიფ სთეითი" აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო"
"ერთი ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, ფული ყველამ შევუგროვოთ, ცენტრალური "პროსპექტი" გადაკეტონ და რით დამთავრდება, მერე ვიხილავთ — ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ "დიფ სთეითი" აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო," — ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა (ტექსტი IPN).
შარმანაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციული დაკავებები, ჯარიმები არ აღმოჩნდა ქმედითი და "სახელმწიფო ამას გულგრილად ვეღარ შეხედავდა". ოცნების დეპუტატმა დასძინა, რომ აქციის მონაწილეების საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში პოლიცია მათ გზის გადაკეტვაში დაეხმარება.
"მოწოდებები, ადმინისტრაციული დაკავებები, ჯარიმები არ აღმოჩნდა ქმედითი. მაინც გრძელდება კანონის დარღვევა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას გულგრილად ვეღარ შეხედავს და მიიღებს უფრო ქმედით ზომებს საკანონმდებლო დონეზე, რათა კანონი აღსრულდეს. ეს არ არის მიმართული კანონმორჩილი ადამიანების წინააღმდეგ. შეიკრიბება ის რაოდენობა ადამიანებისა, ვისაც შეუძლია, რუსთაველი გადაკეტოს?! გადაკეტონ, პოლიცია ამაში დაეხმარება და მოძრაობასაც მოაწესრიგებს, მაგრამ არის მცირე რაოდენობა, რომელიც ტროტუარსაც ვერ ავსებს და როცა მოესურვებათ გზას კეტავენ. მე ამასწინათ შევთავაზე ერთი ექსპერიმენტი — ერთი ასი კაცი წავიდეს საქართველოდან, ყველამ შევუგროვოთ ფული, პარიზში, ან ბერლინში, ქალაქი თავად აირჩიონ, ცენტრალური პროსპექტი გადაკეტონ და რით დამთავრდება მერე ვიხილავთ," — განაცხადა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა — 15-დღიანი პატიმრობა; აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება — 60-დღიანი პატიმრობას; ამ ქმედების განმეორებით ჩადენა — 1 წლამდე პატიმრობას, მესამედ ჩადენა — 2 წლამდე პატიმრობას; პოლიციელის დაუმორჩილებლობა — 1 წლამდე პატიმრობა, განმეორებით ჩადენა — 2 წლამდე პატიმრობა, — ეს იმ საკანონმდებლო ცვლილებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეტანასაც ოცნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში გეგმავს.
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
კომენტარები