"უზრუნველვყოფთ მსჯავრდებულს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით" — სპს ევა შაშიაშვილზე
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებულ, ევა შაშიაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ცრუ და გადაუმოწმებელია და ბრალდებულს შექმნილი აქვს პენიტენციური კოდექსით დადგენილი პირობები.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ბრალდებულ ევა შაშიაშვილის მდგომარეობას N5 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მათ მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული ევა შაშიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, მას არ აქვს ფეხსაცმელი, შარვლის სარტყელად კი იყენებს პოლიეთილენის პარკს და არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა დანარჩენი პენიტენციური დაწესებულების მსგავსად, თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია შხაპის მიღების შესაძლებლობით", — წერია სპეციალური პენიტენციური დაწესებულების განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური დაწესებულება ასევე წერს, რომ შაშიაშვილს საკანში აქვს ინდივიდუალური საშხაპე. მათივე თქმით, ბრალდებულს ფეხსაცმლის ან/და ტანსაცმლის მიწოდების მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულებისთვის არ მიუმართავს და სამსახურისაც არ მიუჩნევია საჭიროდ დამატებითი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის უზრუნველყოფა, რადგან ბრალდებულს აქვს ამანათების შეუფერხებლად მიღების საშუალება.
"ბრალდებულ ევა შაშიაშვილის საცხოვრებელ საკანში არის ინდივიდუალური საშხაპე, მას, მისი სურვილის შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავად მიიღოს შხაპი, ბრალდებულზე მიმდინარეობს 24-საათიანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ აქვს ქამრით სარგებლობის უფლება, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელზეც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, ევა შაშიაშვილს საკანში საერთოდ არ აქვს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის მიწოდების მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, ასევე დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა საჭიროდ მიჩნეული მისთვის დამატებით ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეთავაზება,ბრალდებული უფლებამოსილია ამანათის სახით შეუფერხებლად მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული, მისთვის სასურველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი", — წერია განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური წერს, რომ შაშიაშვილის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შესაბამისად მეთვალყურეობის შედეგად არსებულ ჩანაწერს დააარქივებს და გამოაქვეყნებს. განცხადებაში ასევე წერია, რომ ბრალდებულს ყველა საჭირო პირადი ჰიგიენის ნივთი მიეწოდება და თუ ის დაწესებულებას მოთხოვნით მიმართავს, ისინი შაშიაშვილს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლითაც უზრუნველყოფენ.
ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახური "უმკაცრესად მოუწოდებს პოლიტიკურად დაინტერესებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან."
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ევა შაშიაშვილის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მეთვალყურეობის შედეგად არსებული ჩანაწერის დაარქივებასა და გასაჯაროებას.
ბრალდებული ევა შაშიაშვილი N5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით, ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებულება მას დამატებით უზრუნველყოფს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური დამატებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თითოეული პირი იმყოფება ისეთ პირობებში რომელიც სრულ შესაბამისობაშია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან და არ არის პატივისა და ღირსების რაიმე სახით შემლახველი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უმკაცრესად მოუწოდებს პოლიტიკურად დაინტერესებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ევა შაშიაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში "არაადამიანურ პირობებში" იმყოფებოდა. თავდაპირველად ეს ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა, თამუნა იარაჯულმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მან დაწერა, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული შაშიაშვილი ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ მოინახულა. ადვოკატის თქმით, ევა შაშიაშვილს მასზე დიდი ზომის ტანისამოსი და პატარა ფეხსაცმელი აცვია, ასევე არ ეძლევა შხაპის მიღების საშუალება.
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
კომენტარები