"ქართული ოცნება": “დაუფასეს” ამაღლობელს დავალების პირნათლად შესრულება და გმირად გამოგვიცხადეს, ეს არის "დიფ სტეიტის" ხელწერა"
ქართული ოცნების კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელისთვის გადაცემული მსოფლიოს პრესის თავისუფლების გმირი ჯილდო "დაფასებაა დავალების შესრულებისთვის". მისივე თქმით, ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემა აჩვენებს, თუ "რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა", რომელიც "ბრიუსელისგან იმართება".
"გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობის ფაქტზე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა. ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ.
მეორე მხრივ, მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო, შედეგად ვხედავთ, რომ "დაუფასეს" დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები — გმირად გამოგვიცხადეს. სწორედ ეს არის "დიფ სტეიტის" ხელწერა — პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი — გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ — კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ. როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს "რუსული პროპაგანდის" გამხმოვანებლად მოიხსენიებენ ისე, რომ 1 ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. [...]
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამაღლობელმა, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილმა, მიზანმიმართულად, მისგან ფიზიკურად უკვე მოცილებული პოლიციელი ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაბრუნა და სახეში სილა გააწნა. ამაღლობელის პატრონებისთვის ეს იყო სილა, რომელიც იმ მომენტში გააწნეს სახელმწიფოს, რადგან ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი. საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება. ამაღლობელის გმირად გამოცხადება არ მხოლოდ მისი წახალისებაა, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს "დიპ სტეიტის" დავალებებს.
და ბოლოს, ჩვენი ქვეყანა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღსავსეა ქართველი გმირების საქმეებით, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოგვიტანეს ჩვენი სამშობლო. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, მეფე ერეკლე... ასეთ გმირებს ვიცნობთ ჩვენ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის იდენტობა. პარალელურად, საქართველოს ჰყავს "დიპ სტეიტის" პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია," — განაცხადა ოცნების კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა.
შეგახსენებთ, "ნეტგაზეთის" და "ბათუმელები" დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად, 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებისას პროკურატურამ მრავალჯერ გააჟღერა ვერსია, რომ მზია ამაღლობელი უცნობი პირისგან ტელეფონით მითითებებს იღებდა და მან "დავალებით" გააწნა ირაკლი დგებუაძეს სილა.
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
კომენტარები