მარია ზახაროვა 4 ოქტომბრის არჩევნებს "გამჭვირვალედ და კონკურენტუნარიანად" აფასებს
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული არეულობა გარედან იყო პროვოცირებული იმისათვის, რომ მაიდნის სცენარის რეალიზებით ქვეყანა დასავლეთს დაემორჩილოს, — ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
პრესსპიკერმა გაიხსენა, რომ "რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი ქმედებები", რომელსაც თან ახლდა პოგრომები, 4 ოქტომბერს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს დაემთხვა, რომელიც, უცხოელი დამკვირვებლების, მათ შორის დასავლური ქვეყნების წარმომადგენლების შეფასებით, "გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი" იყო. "დასავლური მოთამაშეების ცნობილი ჯგუფის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში აშკარა ჩარევა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".
"ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და კიევის რეჟიმი და რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც საქართველოში პატიმრობაში იმყოფებოდა, გამოიყენეს ყველა ის ძველი სქემა, რომელიც აქტიურად იქნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ღიად მოუწოდებდნენ კანონიერი მთავრობის დამხობისკენ".
"ამ საბოლოოდ წარუმატებელი პროვოკაციის აშკარა მიზანია საქართველოში მაიდნის სცენარის განხორციელება, იქ მარიონეტული მმართველობის დამყარება და რესპუბლიკის სრულად დასავლეთს დამორჩილება, რათა საქართველო ჩვენს წინააღმდეგ მორიგი ავანტიურისთვის გამოიყენონ და რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ", — განაცხადა ზახაროვამ.
"მოკლედ, იდეა ერთია: საქართველო სხვების ხელში იარაღად აქციონ გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის. ამასობაში, ფერადი რევოლუციების, მაიდნებისა და გადატრიალებების ამ მცდელობების უკან მდგომი პირები სრულიად ცინიკურად უგულებელყოფენ ქართველი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს".
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს თანმიმდევრულ ერთგულებას სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანასთან მშვიდობიანი, თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების მიმართ და ვეწინააღმდეგებით იმას, რომ რეგიონი მწვავე დაპირისპირების კიდევ ერთ არენად იქცეს", — თქვა ზახაროვამ და რუსეთის ოფიციალური პოზიცია გააჟღერა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა 8 ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის იმ 2-მა კოალიციამ — კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა, ცესკო-ს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 81.68% მიიღო, გირჩმა – 7.481%, კოალიციამ ძლიერი საქართველო — ლელო – 6.715 %, გახარია საქართველოსთვის 3.684%.
2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურმა არჩევნებმა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩაიარა. არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია არ გამოუგზავნია ეუთო/ოდირს. ოცნების ხელისუფლებამ ოდირის მისია 6 სექტემბერს, არჩევნებამდე თითქმის 1 თვით ადრე მოიწვია, რის შემდეგაც ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ "არჩევნებამდე თვეზე ნაკლებ ვადაში მოწვევა არსებით დაკვირვებას შეუძლებელს ხდის".
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები