სოლიკო ვირსალაძის ჟინი — სუხიშვილების კოსტიუმების ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.
მაშინ, როდესაც ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ქართულ ფოლკლორში რევოლუცია განიზრახეს, უმეტესად მათი არავის სჯეროდა. იმდროინდელი საზოგადოება გაურბოდა ინდივიდუალიზმს, განსხვავებულობასა და ექსპერიმენტებს. მეტიც, ნებისმიერ ახალ იდეას ეჭვითა და კრიტიკით ხვდებოდნენ.
თუმცა, არსებობდა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა სიახლეებს და სჯეროდა მომავლის. ეს იყო დიდი ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი, ფერთა სიმფონიის დიდოსტატი სოლიკო ვირსალაძე. ნაციონალური ბალეტის კოსტიუმების ოსტატმა არა მხოლოდ გაიზიარა მეამბოხე წყვილის ხედვა, არამედ, თავისი შემოქმედებითა და ენერგიით დასის მთავარ ბირთვად იქცა. ხოლო მისმა ჟინმა, რომელიც საზღვრებს არ ცნობდა, ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შექმნის შესაძლებლობა განაპირობა.
“სუხიშვილების ანსამბლთან თანამშრომლობა ჩემი დიდი სიყვარული და გატაცებაა. ეფექტის მიღწევაში კი თვითონ ცეკვა მეხმარება“, — ამბობდა სოლიკო ვირსალაძე.
და მართლაც, თავის ეპოქაში ის იყო, გამორჩეული ნიჭის ადამიანი, რომელმაც ქართულ სცენოგრაფიას ნამდვილი საგანძური დაუტოვა. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ხელოვანებსა და დიზაინერებს მისი სახელი არა თუ ავიწყდებათ, არამედ უფრო მეტად შთამაგონებელი სიახლეების შექმნისკენ მოუწოდებს.
შემოქმედებითი პროცესი და პერფექციონისტული ჟინი
ქართული საცეკვაო კოსტიუმების არქივსა და პირველ ესკიზებს ვირსალაძის სახელთან მივყავართ. მისმა ხედვამ სცენაზე სრულიად ახალი სტილი შემოიტანა: მანამდე წარმოუდგენელი იყო ქალის ყაბალახითა და თეძოებზე შემოხვეული ჭრელი ქამრით გამოჩენა. სამაიას თვლებით მოჭედილი გვირგვინი დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატად იქცა, ხოლო ლეგენდარულმა ფირუზისფერმა ჯეირანის კაბამ და ოსურის გრძელმა მკლავებმა სცენას დამატებითი ელფერი შესძინა.
მაშინდელი საზოგადოება ვერ ეგუებოდა სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილ წითელ ჩოხასაც, რომელიც იმ დროს ტრადიციულ სამოსთან შედარებით შეუფერებლად მიაჩნდათ. თუმცა, დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთ ანსამბლს, რომლებსაც საკონცერტო აფიშაზე ან უბრალოდ სარეპეტიციო დარბაზთან წითელ ჩოხაში გამოწყობილი მოცეკვავე არ ჰყავს გამოსახული. ასევე მიუღებლობა ჰქონდათ თამამ მოძრაობებთან, ქალის მიერ კოჭის გამოჩენასთან და მუსიკასთანაც კი. მაგრამ ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჟინი აღწევს იმ მიზნებს, ერთი შეხედვით დაუჯერებელსაც კი, ქმნის ისტორიას და პროვოცირებს პროგრესს, არ გაჩერდეს.
სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებითი პროცესი იყო ერთგვარი ხელოვნება, სადაც ფერი, ფორმა და მოძრაობა ერთ მთლიანობას ქმნიდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ ხასიათს, რომელსაც ნინო და ილიკო ქორეოგრაფიით გადმოსცემდნენ, სოლიკო ჰარმონიულად არგებდა სამოსს.
პერფექციონისტული ჟინი, არ ჯერდებოდა შექმნილს. რადგან მისთვის მთავარი არა კარგის, არამედ საუკეთესოს შექმნა იყო. უნიკალური, ისეთი დიზაინის კოსტიუმის, რომელსაც ანალოგი არ მოეძებდებოდა. სწორედ ამიტომ, ძირითადად თეთრ აბრეშუმს ყიდულობდა და თავად ღებავდა. ასე იქცა შაბიამნისფერი, წითელი, შავი და ოქროსფერი ქსოვილებით მოხატული სამოსი მის ხელწერად. საგულდაგულოდ არჩეული ფერები, რომლებიც არ მეორდებოდა და სხვადასხვა ტონებში იყო წარმოჩენილი.
მსოფლიო აღიარება
დასმა მალე მიაღწია წარმატებას. საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც კი, ქართულმა ჟინმა შეძლო ქვეყნის გარეთ გასვლა და მსოფლიო აღიარების მოპოვება. თანაც ისე, რომ ფაქტობრივად არ დარჩენილა დიდი სცენა, სადაც სუხიშვილებს ცეცხლი არ დაენთოთ. ტრიუმფითა და სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტები გამართეს ათეულობით სცენაზე, მათ შორის, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერასა და ლა სკალაში, სადაც ფარდა 14-ჯერ აიწია.
დასის შთამბეჭდავი ქორეოგრაფიისა და გამორჩეულად ჟღერადი მუსიკის ფონზე ცალკე აღფრთოვანებას იწვევდა ვირსალაძის მიერ შექმნილი სამოსი. მისი უნიკალური სტილი არა მხოლოდ მაყურებელს, ბევრ ცნობილ ხელოვანსაც აღაფრთოვანებდა, მათ შორის, სალვადორ დალის. სპეციალურად სუხიშვილებისთვის შექმნილი ვირსალაძის სამოსი კი, თვით ივ სენ ლორანის შთაგონების წყარო გამხდარა. მის კოლექციაში დღესაც პოპულარულია ბაფთად შეკრული ჭრელი ქამრები, რომლებიც ქართული საცეკვაო კოსტიუმების უნიკალური მახასიათებელია.
ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ქართველი მაყურებელიც შეეგუა იმ დროისთვის თამამ ქორეოგრაფიასა და ფერად კოსტიუმებს. თუ დასაწყისში საზოგადოება სიფერადეს, მოძრაობის თავისუფლებასა და ქალის უფრო გაბედულ გამოსახვას ეჭვით უყურებდა, ძალიან მალე მიხვდა, რომ ეს ცვლილებები, კი არ ანგრევდა ტრადიციას, ახალი სიცოცხლით ავსებდა მას. ასე იქცა სუხიშვილების სცენა არა მხოლოდ ქართული ცეკვის, არამედ მთელი ეროვნული კულტურის სიმბოლოდ, ხოლო ვირსალაძის კოსტიუმები ამ სიმბოლოს განუყოფელ ნაწილად.
ვირსალაძის შემოქმედება თანამედროვე ქორეოგრაფიაში
სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებთან ერთად, დასი თანაბრად ირგებს ნინო სუხიშვილის დიზაინით შექმნილ გამორჩეულად მსუბუქ, ჭრელ და ჰაეროვან სამოსს.
როგორც ნაციონალური ბალეტის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი ამბობს:
“როდესაც კოსტიუმს ვქმნი, ყოველთვის ვცდილობ, რომ მოცეკვავეს კი არა ცეკვას ჩავაცვა.“
თანამედროვეობაში ვირსალაძის ფერები და სტილი ტრანსფორმირდა მინიმალისტურ, კომფორტულ და ემოციურად გაჯერებულ სამოსად, რომელიც ზუსტად მიჰყვება ქალის სილუეტს და გამოკვეთს მოცეკვავის ფორმებს. ბუნებრივია, სუხიშვილების კიდევ მრავალი თაობა მოირგებს სოლიკო ვირსალაძის შთაგონებით შექმნილ სამოსს. ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ ჟინი აღწევს იმ მიზნებს, რომლებიც თავდაპირველად წარმოუდგენელი გვგონია, ქმნის ისტორიას და ბიძგს აძლევს მომავალს, რომ არ გაჩერდეს.
სწორედ ამიტომ სუხიშვილების თანამოაზრე, მთავარი გულშემატკივარი და სპონსორი საქართველოს ბანკი, მუდმივად დასის გვერდით დგას, მხარს უჭერს მათ ახალ წამოწყებებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, 2 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა — ტრიუმფის 80 წელი გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული ფოტოები, უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომლებიც დამთვალიერებლებს სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში ამოგზაურებს და ქართული კულტურის მდიდარ ისტორიას გაახსენებს. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები