იოზვიაკის განცხადებით, ბრიუსელში "ოცნებას" ლეგიტიმურად არ თვლიან და მოსალოდნელია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე რეალურია. როგორც იოზვიაკი "TV პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს არ მიწვევა ნიშნავს, რომ ევროკავშირში ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ თვლიან.
მისი თქმით, გასული წლის სადავო არჩევნების შემდეგ ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მაღალჩინოსნებთან საქმეს აღარ დაიჭერდა და ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი აღნიშნავს, რომ საქართველო უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე თურქეთი, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა თუმცა წევრობაზე არავინ ესაუბრება.
"მიიწვიეს ყველა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, რატომ?! იმიტომ რომ ყველა იცის, რომ გასულ წელს ძალიან სადაო არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მაღალი რანგის ქართველ პოლიტიკოსებთან საქმეს აღარ დაიჭერენ, აქამდე ასე აკეთებდნენ და მომავალშიც ასე გააგრძელებენ. 5 წლის წინ საქართველო იქნება პირველი ვისაც ამ შეხვედრაზე მიიწვევდნენ. ევროკავშირში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საქმეს არ იჭერენ, ეს პრაქტიკულად ნიშანია იმისა, რომ მათ ლეგიტიმურად არ თვლიან. ყველაფერს, რასაც ქართული ოცნების მთავრობა აკეთებს, თუნდაც განცხადებები აჩვენებს, რომ ისინი ბრიუსელს სულ უფრო შორდებიან. ალბათ მოუსმენთ იმ გრძელ განცხადებას, რომელიც ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გააკეთა. მან ევროკავშირის გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა. მან ისაუბრა დასავლეთ ბალკანეთზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე, სად არის საქართველო?! გამქრალია. საქართველო ახლა იგივე მდგომარეობაშია, უფრო უარესშიც კი ვიდრე თურქეთი. თურქეთი ისევ კანდიდატი ქვეყანაა, ევროკავშირი გარკვეულ წილად საქმეს იჭერს თურქეთთან, მაგრამ არა გაფართოების კუთხით. იგივეა საქართველოსთანაც, დაიგნორებულია.
...
ბრიუსელში აზრი ორ ნაწილად იყოფა. ზოგი ამბობს, რომ მოდი, უბრალოდ, დავაიგნოროთ საქართველო, მათ ევროკავშირი, უბრალოდ, აღარ აინტერესებთ. ჩვენი სამყარო საქართველოს ირგვლივ არ ტრიალებს. მათ უფრო დიდ თევზთან აქვთ საქმე — რუსეთი, უკრაინა. არის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის, უნდა მოძებნონ ისეთი რამ, რომ ძლიერი სიგნალი გაგზავნონ. ეს ან სანქციებია, რომელზეც შეთანხმება ძალიან რთულია, ან უვიზო რეჟიმის შეჩერება. ეს კითხვა გვიან შემოდგომაზე ისევ დაისმება. სანქციები არა, თუმცა უვიზო რეჟიმის შეჩერება შეიძლება, ნამდვილად მოხდეს. ისინი ადგილობრივ არჩევნებსაც დააკვირდებიან. ამის შემდეგ ამ საკითხს გადახედავენ. გაცილებით მკაცრი პოზიცია ექნებათ ზოგადად ადამიანის თავისუფალ მიმოსვლაზე ევროკავშირში. ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს," — განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი არ მოიწვიეს. გუშინ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ საქართველო ელჩის დონეზე წარდგება შეხვედრაზე.
მოგვიანებით, ოცნების საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველო ელჩის დონეზეც არ წარდგება შეხვედრაზე, რადგან მათი განცხადებით "საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი".
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები