ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

10 Sep. 2025, 14:49

ნინო წილოსანი: "მოსალოდნელიც იყო, რომ ეუთო/ოდირი იმ აგრესიისა და იმ თავდასხმების ფონზე, რომელიც მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ გამოიარეს მოერიდებოდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებას.

გავიხსენოთ, რომ მათი უმაღლესი წარმომადგენლის, პია კაუმას ვიზიტისას, როგორი ტალღა იყო აგორებული. მოღალატე ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან ერთობლივი წერილი გაიგზავნა, რომ არ ჩამოსულიყო ეს პიროვნება.

ვადა, რაც მათ წერილში იყო მოცემული არის ფორმალური პასუხი — რა თქმა უნდა ისინი ვერ იტყოდნენ, რომ ადგილობრივი ორკების შეეშინდათ და იმ არსებული არაჯანსაღი სიტუაციის, რომელსაც ჩვენ ვნახეთ გუშინაც და გუშინწინაც. იმ უხეში ჩარევის, რაც საარჩევნო კამპანიაში და პროცესში, რომელსაც აორგანიზებენ ეს ფაშისტური ჯგუფები.

შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? რა თქმა უნდა, არა. ქართული ოცნების გარდა დადასტურებულად არც ერთ პარტიას არ ჰქონდა გაცხადებული მონაწილეობდა, თუ არა [არჩევნებში] ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას და ერთმანეთს აბულინგებდნენ.

— განაცხადა ნინო წილოსანმა. ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ODIHR-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო მონიტორინგს საფუძვლიანი მზადება სჭირდება”, რაც ქართული ოცნების მოკლე ვადაში გაგზავნილი მოწვევის გამო ვერ მოხერხდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ