ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

9 Sep. 2025, 17:40

"ოფისში სტატიკურად მყოფ ადამიანებს მიუვარდნენ ეს ფაშისტები და პროვოცირებდნენ. მათ შორის, თქვენ რომ ძალიან საყვარლად ამბობთ, რომ მღეროდნენო. აი, ეს სიმღერა გულისხმობს ყველა ქართული ოცნების [წევრის] დედის გინებას. დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულად და ტრადიციულად.
თქვენ ამ მოძალადე ჯგუფებში გამოყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ. ამით გინდათ, რომ ეს ყველაფერი გაიტანოთ როგორც ქალთა მიმართ ძალადობა — ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ აყენებთ რეალურად იმ ქალებს, რომლებიც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში თუ სხვა პარტნიორულ ურთიერთობებში.

ან გაერკვიეთ საქმეში, ან ისწავლეთ, რომ იცოდეთ, როგორი სტანდარტი უნდა დაიცვათ, როცა მოძალადე, ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის ქალები, მსხვერპლებად არ გამოიყვანოთ. ისინი[ქალები] მსხვერპლები არ იყვნენ, ისინი იყვნენ მოძალადეები. თავიდან ბოლომდე მაქვს ყველაფერი ნანახი. ესენი [ქალები] არ იყვნენ მსხვერპლები, ესენი იყვნენ მოძალადეები. ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც. სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ფაშისტური ორგანიზაცია დაკომპლექტებულია ქალებითაც.

ფაშისტი ქალებიც დაისაჯნენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. შესაბამისად, ეს ფაშისტური გამოვლენა რა დროსაც არ უნდა იყოს, რომელ ქვეყანაში არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება თუ კაცი."

"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…