პოლონეთმა თავის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრა აგრესიის აქტად შეაფასა — საერთაშორისო გამოხმაურებები
პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვია. სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე საფრთხის შემცველი დრონი ჩამოაგდეს. ბოლო ინფორმაციით, პოლონეთმა მათ საჰაერო სივრცეში შესული 19 დრონიდან 4 ჩამოაგდო.
"დღეს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დრონის ტიპის ობიექტებით პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაირღვა. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
საჰაერო ძალების ოპერატიული სარდლის ბრძანებით დაუყოვნებლივ ამოქმედდა თავდაცვის პროცედურები.
პოლონურმა და მოკავშირე ძალებმა რადარებით რამდენიმე ობიექტი დააფიქსირეს, ხოლო ის ობიექტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ, ოპერატიულად სარდლის გადაწყვეტილებით განეიტრალდა. ნაწილი დრონებისა, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ, ჩამოგდებულია. ამჟამად გრძელდება მათი შესაძლო ვარდნის ადგილების მოძიება და ლოკალიზაცია.
საჰაერო ძალების ოპერატიული სარდლობა ყურადღებით აკვირდება ვითარებას, ხოლო პოლონეთისა და მოკავშირე ქვეყნების ძალები და რესურსები სრულ მზადყოფნაში რჩებიან შემდგომი მოქმედებებისთვის", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა NATO-ს გენერალურ მდივანს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
"მე NATO-ს გენერალურ მდივანს მივაწოდე ინფორმაცია მიმდინარე მდგომარეობისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც მივიღეთ ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან მიმართებით. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ", — დაწერა ტუსკმა.
მოგვიანებით, NATO-ს პრესსპიკერმა, ალისონ ჰარტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ NATO პოლონეთის ხელმძღვანელობასთან აქტიურ კონტაქტშია.
"ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცეში უამრავი დრონი შევიდა, რომლებსაც პოლონეთისა და NATO-ს საჰაერო თავდაცვა შეხვდა. NATO-ს გენერალური მდივანი კონტაქტზეა პოლონეთის ხელმძღვანელობასთან და NATO მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პოლონეთთან", — დაწერა ალისონ ჰარტმა.
რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა. მისი თქმით, პუტინის დაუსჯელობის შეგრძნება სულ უფრო იზრდება და მისი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის ძლიერ ტრანსატლანტიკურ ზეწოლას იგრძნობს. მისივე თქმით, აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და მხარდაჭერა.
"რუსული დრონების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრა უკრაინაზე მასიური თავდასხმის დროს ცხადყოფს, რომ პუტინის დაუსჯელობის შეგრძნება სულ უფრო იზრდება, რადგან ის წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის სათანადოდ არ დასჯილა.
პუტინი განაგრძობს ესკალაციას, აფართოებს თავის ომს და მუდმივად ცდის დასავლეთის სიმტკიცეს. რაც უფრო დიდხანს არ ხვდება ძალისმიერ პასუხს, მით უფრო აგრესიული ხდება.
ახლა სუსტი რეაქცია კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს რუსეთის პროვოცირებას — და შემდეგ რუსული რაკეტები და დრონები უფრო ღრმად შეიჭრებიან ევროპაში.
ამ ვითარებამ ნათლად აჩვენა, რომ გადაწყვეტილება მეზობელი ქვეყნების პარტნიორული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გამოყენებაზე საბოლოოდ უნდა იქნას მიღებული, რათა უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება მოხდეს, მათ შორის NATO-ს საზღვრებისკენ მიმართული საფრთხის შემთხვევაში.
უკრაინა დიდი ხანია ამ ნაბიჯზე საუბრობს. ეს გადაწყვეტილება კოლექტიური უსაფრთხოების გამო უნდა იქნას მიღებული.
ეს ასევე არის მოწოდება პარტნიორებისადმი, რომ სასწრაფოდ გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და უკეთ დაიცვან ქვეყანა რუსული დრონებისა და რაკეტების მზარდი რაოდენობისგან, რომლებიც რეგულარულად გვესხმიან თავს.
გარდა ამისა, სანქციები დაუყოვნებლივ უნდა გამკაცრდეს. პუტინი სერიოზულად მხოლოდ მაშინ დაფიქრდება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, როცა ძლიერ ტრანსატლანტიკურ ზეწოლას იგრძნობს. რუსეთის სამხედრო მანქანა უნდა შეჩერდეს — და ის შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ ძალით, არა სისუსტით", — დაწერა სიბიგამ.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე საპასუხო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მისივე თქმით სანქციების პაუზა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და შეზღუდვების დაყოვნება რუსეთის მხრიდან დარტყმების სისასტიკეს გააძლიერებს.
"მოსკოვი ყოველთვის ამოწმებს შესაძლებლობების ზღვარს და თუ ის არ ხვდება ძლიერ რეაქციას, გადადის ესკალაციის ახალ დონეზე. დღეს ესკალაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა — რუსულ-ირანული "შაჰედები" პოლონეთის საჰაერო სივრცეში მოძრაობდნენ, NATO-ს საჰაერო სივრცეში. ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი "შაჰედი", რასაც შემთხვევითობა შეიძლება ეწოდოს, არამედ მინიმუმ რვა თავდასხმის დრონი, რომლებიც პოლონეთის მიმართულებით იყო გაშვებული.
ეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტია ევროპისათვის. გაგრძელდება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, სრულად არის დამოკიდებული რეაქციის კოორდინაციასა და სიმტკიცეზე. რუსეთმა უნდა იგრძნოს შედეგები. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ომის გაფართოება ვერ მოხერხდება და მისი დასრულება გარდაუვალი გახდება.
სანქციების პაუზა მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა. შეზღუდვების გაჭიანურება რუსეთისა და მისი თანამზრახველების მიმართ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დარტყმების სისასტიკე იზრდება. საკმარისი იარაღია საჭირო, რათა შეჩერდეს რუსეთი. საჭიროა ძლიერი პასუხი — და ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ყველა პარტნიორის ერთიანი პასუხი: უკრაინის, პოლონეთის, ყველა ევროპელისა და შეერთებული შტატების. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება", — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმაც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ომის აქტი იყო და მოუწოდებს დონალდ ტრამპს საპასუხო სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის ისეთი იარაღის გადაცემისკენ, რომლითაც რუსეთზე თავდასხმა იქნება შესაძლებელი.
"რუსეთი თავს ესხმის NATO-ს მოკავშირე პოლონეთს ირანული "შაჰედის" ტიპის დრონებით — სულ რაღაც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ნავროცკის უმასპინძლა. ეს არის ომის აქტი, და ჩვენ მადლიერები ვართ NATO-ს მოკავშირეების სწრაფი რეაქციისთვის ომის დამნაშავე პუტინის მხრიდან თავისუფალ და შრომისმოყვარე ერებზე გაგრძელებული, დაუსაბუთებელი აგრესიის წინააღმდეგ.
მე მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, ამ ქმედებას უპასუხოს სავალდებულო სანქციებით, რომლებიც რუსეთის საომარ მანქანას გააკოტრებს, და უზრუნველყოს უკრაინა ისეთი იარაღით, რომელიც შეძლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმას. პუტინს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ უკრაინაში დამარცხება დედებისა და ბავშვების დაბომბვით — ის უკვე უშუალოდ გამოცდის ჩვენს სიმტკიცეს NATO-ს ტერიტორიაზე.
პუტინმა განაცხადა, რომ "რუსეთს საზღვრები არ გააჩნია." თავისუფალი და აყვავებული ქვეყნები კი რუსეთს საზღვრების მნიშვნელობას ასწავლიან", — დაწერა ჯო უილსონმა.
პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევას, ასევე ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით პოლონეთს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.
"სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს პოლონელ მეგობრებსა და მოკავშირეებს რუსეთის დრონების პოლონეთში შეჭრის გამო. ეს არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში პირდაპირ გვეხება ჩვენც და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება. მოკავშირეები ერთიანად მოქმედებდნენ და უნდა მოქმედებდნენ კიდეც", — დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა.
-
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
კომენტარები