ანტონ ჩეჩინი

2 Sep. 2025, 11:33

"ჩემი დასკვნითი სიტყვის წინ მე მინდა შევთავაზო პროკურატურას, რომ წამოვიდეს სამშვიდობო გადაწყვეტილებაზე და უარი თქვას ჩემს ბრალდებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი კომპენსაცია არ შეცვლის იმ დროს, რომელიც გავატარე ციხეში, ჩემს მეუღლესთან და მშობლებთან დაშორება...

ჩემი ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ არ გამამართლებენ, ხუთი სისხლის სამართლის საქმე აქციებთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული, ორი უკვე გამართლებულია...

[არ ისმის თარგმნის თარჯიმანი]

ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ და ვიბრძვით დაპატიმრებულებისთვის.... ვითხოვთ დაუბრუნოთ მათ სიყვარულის უფლება, უფრო მეტი დრო და საშუალება ჰქონდეთ, რომ შეხვდნენ მათ ვინც უყვართ.

28 აგვისტოს იყო წმინდა მარიამის მიძინების დღესასწაული, მე იმედი მქონდა, რომ ამ დღეს ვიქნებოდი სახლში და მონაწილეობას მივიღებდი ძველ ქართულ წესში... მინდა მივიდე მათთან [პატიმრებს გულისხმობს] ვნახო ვინც არიან პენიტენციურ დაწესებულებაში, მივიტანო წიგნები, დავწერო წერილები, ეს ძალიან აუცილებელია მათთვის, ვინც იქ არიან. პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ისევე როგორც ყველა უსამართლოდ მსჯავრდადებული... 9 თვის განმავლობაში მე ვერ ვპოულობდი ჩემს ადგილს, რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა.

საქართველოში მმართველი პარტია არასტაბილურ ვითარებაში და მათ რეპრესიების გადაწყვეტილება მიიღეს, რაზეც მოწმობს დღევანდელი მდგომარეობა, რაც გამოიხატა ნარკოტიკების ჩადებაში, ეს პრაქტიკა გავრცელებულია სხვა ქვეყნებშიც, სამწუხაროდ საქართველოშიც

იმ შემთხვევაში თუ მე გამომიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს, მე გავაგრძელებ ბრძოლას, სხვა ორგანიზაციების დახმარებით იმიტომ, რომ ჩემი უფლებები ირღვევა ციხეში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იყო შეტანილი რამდენიმე საჩივარი, რომლის გამოძიება არ ხდება იმიტომ, რომ მას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ბრალდებული, იმის გამოც, რომ მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ.

[ჩეჩინი განუკითხაობასა და უკანონობას უწოდებს სამართალდამცველების მოქმედებებს. მისი თქმით, როცა ნარკოტიკი ამოუღეს ეს იყო მოულოდნელობა, რადგან არანაირ კავშირში არ იყო ნარკოტიკებთან.]

"ეს იყო იმისთვის, რომ დამამცირონ და შემაშინონ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე...".

სინდისის პატიმრის დასკვნით სიტყვას "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.

ცნობისთვის, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 26 წლის ანტონ ჩეჩინს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს

როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას…