NAEC-ში აცხადებენ, რომ საგრანტო კონკურსის და მაგისტრატურის შედეგების აპელაციამდე აბიტურიენტები შეიტყობენ შედეგებს — როდის გამოცხადდება შედეგები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (Naec) დადასტურებით ამბობენ, რომ დღეს, 25 აგვისტოს აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ჩარიცხვის, ან ვერ ჩარიცხვის შესახებ საბოლოო შედეგებს აღარ უნდა ელოდონ. NEWS.On.ge-ს Naec-ში განუცხადეს, რომ საბოლოო შედეგები კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება, თუმცა ზუსტ თარიღს არ ასახელებენ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ შედეგები არასამუშაო დღეებშიც გამოქვეყნდეს, Naec-ში ვერ გვპასუხობენ. (შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 29 აგვისტოს (პარასკევი) უქმე დღედ გამოცხადდა).
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, საგრანტო კონკურსის და მაგისტრატურის შედეგების აპელაციამდე ჯერ აბიტურიენტები შეიტყობენ შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სკალირებული ქულები 22 აგვისტოს გამოქვეყნდა, უნივერსიტეტებში ჩარიცხვა/არ ჩარიცხვის შესახებ საბოლოო შედეგები კი იმავე თვის 27 რიცხვში. წელს კი აპელაციის შედეგები 20 აგვისტოს გახდა ცნობილი, სწორედ ამიტომ, აბიტურიენტები ვარაუდობდნენ, რომ მიმდინარე წელსაც აპელაციის შედეგებიდან 5 დღეში, ანუ დღეს, 25 აგვისტოს შეიტყობდნენ გახდნენ თუ არა სტუდენტები და კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.
ცნობისთვის, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით, ასე გამოიყურება:
— ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
— მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
— გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
— ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
— სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
— ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
— ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
— ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
— ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
კომენტარები