მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

11 Aug. 2025, 13:54

მიხეილ ყაველაშვილი: "რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს, მინდა გავმიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური და გეტყვით რატომ — არასდროს "ქართულ ოცნებას", მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი. ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, მაგრამ ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. თითოეული სახელი, როგორც დღეს აღვნიშნავთ ამ ბიჭების თითოეულ გმირობას, არ უნდა იყოს დავიწყებული თითოეული ქართველისთვის, მით უმეტეს, ამ გმირობის მაგალითზე. ყველა ჩვენგანმა, ნებსით თუ უნებლიედ, შეიძლება გამიზნულად, ვერ დავიცავით, ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე. გარკვეული კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი ვარ, დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას. [...]

რუსეთის ქმედება ყველასთვის ნათელია. მათ ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინაშე, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და საპასუხოდ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. რუსეთის ქმედებაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა იმ ხელისუფლებასთან,"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. NBA-ის ლეგენდა დუაიტ ჰოვარდი 10 ოქტომბერს პირველად…