მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

26 May. 2025, 15:40

"ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რას სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას.

[…]ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა. რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლების გონივრული და ეფექტური პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს. ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლოს სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იამაყოთ თავდადების, გონიერების და ერთგულების გამო. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გადამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა, მომავალი ათწლეულები განსაზღვროს, ჩვენ ერთიანობითა და წინდახედულობით, წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე ზრუნვა მუდმივ მოძრაობას და მოქმედებას მოითხოვს. როგორც დიდმა ილიამ თქვა: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი". ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდებულ და საამაყო პერიოდამდე, "ოქროს ხანამდე" სწორედ მუდმივმა მოძრაობამ, გადამწყვეტი მომენტისთვის უწყვეტმა მომზადებამ და დაუღალავმა შრომამ მიიყვანა. ის, რომ დღეს ჩვენ საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა, სარწმუნოება გვაქვს, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  2. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  3. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  4. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
  5. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დუშანბეს…