"მზიური მარტო კაფე არ არის“ — თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ფოტო: თიბისი
ქართველებს პიედესტალები გვიყვარს. მარტივად შემოვსვამთ მასზე ადამიანს და კიდევ უფრო მარტივად მოვთხოვთ მის იქ დატოვებას. და, რადგან შელამაზებაც ჩვენი კულტურის ნაწილია, ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპლიმენტის გასამყარებლად ბოლოში სიტყვა — მართლას ვუმატებთ.
ანა გოგუაძე და მის მიერ შექმნილი კაფე მზიური სხვა შემთხვევაა. სივრცეს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაუღო კარი მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, მოაწყო პლასტმასას ურნა და ხილვადი, ადაპტირებული გახადა გარემო ეტლით მოსარგებლეებისთვის, მართლას დამატება არ სჭირდება. 9 წლის განმავლობაში, მზიური გახდა ადგილი, სადაც მხოლოდ ყავის დასალევად არ დადიან.
ამიტომ გასაკვირიც არ იყო, როდესაც თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული მზიური გახდა და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოც ერგო. არადა, წლევანდელ დაჯილდოებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა რეკორდული იყო - 443.
თავიდანვე შევთანხმდეთ: მზიური მხოლოდ კაფე არ არის. ეს ზუსტად იცოდა ანა გოგუაძემ, როდესაც 9 წლის წინ დანგრეულ შენობას უყურებდა და გონებაში ნოდარ დუმბაძის სამყაროს აცოცხლებდა.
“გული მწყდებოდა მიტოვებულ მზიურის პარკზე. ის ნამდვილად არ ჰგავდა იმ ადგილს, რომელზეც ნოდარ დუმბაძე წერდა და ოცნებობდა. დუმბაძის შემოქმედება ჩემთვის ყოველთვის იყო ჰუმანურობისა და ადამიანობის მაგალითი. 12 წელი თანამოაზრეებთან ერთად ვაწყობდი ფესტივალს, რომლის მიზანიც ამ ადგილის გამოცოცხლება იყო. ვგულშემატკივრობდი ქალბატონს, რომელმაც თავდაპირველად ამ მიტოვებულ შენობაში სეზონური კაფე გახსნა, თუმცა შემდგომ ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტა“, — გვიყვება ანა.
2015 წელს მეგობარმა სოციალური მეწარმეობის კონცეფცია აუხსნა. სოციალური კაფეს მიზანიც კომერციულ მოგებას სცდება და სოციალურ, საზოგადოებრივ თუ ეკოლოგიური იდეების მხარდაჭერას მოიცავს.
ანუ რა გამოდის, რაც მეტ ყავას გავყიდით, მეტი ღონისძიების ჩატარებას შევძლებთ??“— კონტრკითხვა დასვა ანამ და მიხვდა, რომ მის იდეას შესაძლოა, ხორცი შესხმოდა. მზიური უნდა გამხდარიყო ცოცხალი ფუნქციურად დატვირთული არა მხოლოდ პირველ ივნისს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
პირველი მხარდამჭერი და ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი თიბისი იყო, რომელმაც პროექტისთვის 50 000 ლარის ოდენობის დონაცია გამოყო, მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ მიტოვებული შენობა მზიურს დროებით სარგებლობაში გადასცა. თანხა არა მხოლოდ კაფეს მოწყობას მოხმარდა, ანამ და მისმა მეგობრებმა ამორტიზირებული ამფითეატრის გარემონტებაც შეძლეს. თიბისის ნდობა პატარა კომპანიებისთვისაც ბიძგი აღმოჩნდა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მზიურის იდეას შეეხიდნენ.
“ჩვენ მომსწრე ვართ, როგორ იცვლება ადამიანების ქცევა. თავიდან პრობლემად მიაჩნდათ რომ კაფეს წინ მანქანას ვერ აპარკინგებდნენ, ახლა ზოგი ველოსიპედით, ზოგი სკუტერით გვსტუმრობს. ზოგიც სპეციალურად გრძელ გზას ირჩევს პარკის მხრიდან რომ ჩვენთან შემოისეირნოს. როდესაც პლასტმასას ყუთი დავდგით, მას ნაგვის ურნადაც იყენებდნენ, შემდეგ ვხედავდით როგორ მოჰქონდათ მაცხოვრებლებს პლასტმასის ჭუჭყიანი ბოთლები, მალევე გამჭვირვალე ყუთში უკვე გარეცხილი ბოთლები იყრებოდა. ბავშვებს, აღარ უკვირთ ეტლით მოსარგებლე ადამიანები, იმდენად ბუნებრივი ამბავია მათთვის“, — ამბობს ანა.
“უკვე ერთი წელია მზიურის მომავალი გაურკვეველია, რადგან თბილისის მერიას კაფე მზიურისთვის კონტრაქტი არ განუახლებია. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, პირველი რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ შევდივარ მერიის ვებ-გვერდზე და ვამოწმებ აუქციონი ხომ არ დაიდო. მზიური არ არის მხოლოდ კაფე, ამდენი წლის შრომა ჩავდეთ, მერიის როლი დიდია, რადგან ამ საქმის პარტნიორები თავადაც იყვნენ. მჯერა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიან და დიალოგის რეჟიმს დავუბრუნდებით. თიბისის დაჯილდოების აპლიკაცია შევავსე, თუმცა დედლაინამდე ერთი საათით ადრე გავგზავნე. გავიფიქრე, თუ გავიმარჯვებთ ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი სჯერათ და მზიური ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი-თქო“, — ამბობს ანა.
მისი დინჯი ოპტიმიზმი გადამდებია. ადამიანები, რომლებიც მზიურს ხშირად სტუმრობენ, შემდეგ ამ ღირებულებების ერთგვარი ელჩებიც ხდებიან. სხვაგანაც ითხოვენ ადაპტირებულ სივრცეს, ცდილობენ სოციუმში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ. მთავარია სჯერათ, რომ წარმატება გზაშია!
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები