სადგურის მოედანთან კორპუსში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებით, ენმ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
"ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა. ამ ყოველივეს წინ თბილისის მერიის და კახა კალაძის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობა უძღოდა," — ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები საუბრობენ, რომლებმაც პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.
გენერალურ პროკურატურასთან პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ საქართველოს პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს.
"უპირველესად, სადგურის მოედნის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა. ამ ყოველივეს წინ თბილისის მერიის და კახა კალაძის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობა უძღოდა. მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ ავარიული კორპუსი იყო, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, ავარიული საცხოვრებელი კორპუსი არავინ შემოსაზღვრა უსაფრთხოების [ლენტით], არავინ არაფერი გააკეთა. ეს შედეგია კორუფციული მმართველობის. ეს არ არის უბრალოდ უყურადღებობა, ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა არამხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია" — განაცხადა ლაშა ფარულავამ.
გუშინ, 15 ივლისს, სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა. თავდაპირველად შსს-მ ერთი ადამიანის დაღუპვა დაადასტურა, მოგვიანებით კი გაავრცელა ცნობა მეორე გარდაცვლილის შესახებ.
უწყების ცნობითვე, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სტაციონარშია გადაყვანილი.
- სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყეს
- "რას ელოდა თბილისის მერია? რატომ არ შეზღუდა შენობის გარეთ გარე ვაჭრობა? რატომ მოაწყო შენობის წინ საპარკინგე სივრცე?" — კონსტიტუციის 78-ე მუხლი
- სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ერთი პირი
- კახა კალაძე ვაგზლის მოედანთან ნგრევაზე: "მოხდა უბედური შემთხვევა. კორპუსი იყო ავარიული, ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ"
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
კომენტარები