ელენე ხოშტარია: "რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმაა"
"რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმაა, როგორც [ქვეყანაში არსებული] ვითარების შეფასებაზე, ასევე, ამ ვითარებიდან გამოსვლაზე," — ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა ვერდიქტი დაუსვა როგორც ქართულ ოცნებას, ასევე უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა ყველა იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ისმის რუსთაველზე.
"[ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი] არ არის ჩემი სიტყვები, არ არის კოალიციის სიტყვები, ეს არ არის ოპოზიციური პარტიების სიტყვები, ეს არ არის რუსთაველზე მდგომი ადამიანების სიტყვები, ეს არის ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმა, როგორც ვითარების შეფასებაზე, ასევე, ამ ვითარებიდან გამოსვლაზე.
ევროპარლამენტმა მიიღო 2-წლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა როგორც ქართულ ოცნებას, ასევე უდიდესი მხარდაჭერა და პრაქტიკულად, უდიდესი პატივისცემა გამოხატა ყველა იმ პოზიციის, შეგრძნების, აზრის მიმართ, რომელიც ისმის რუსთაველზე და ჩვენს ამ დიდ პროევროპულ, პროქართულ ბრძოლაში.
აქვე, ამ რეზოლუციაში საუბარია ქართული ოცნების მიმართ კონკრეტულ სადამსჯელო გადაწყვეტილებებზე, საკმაოდ მტკივნეულზე. ევროპა გამოხატავს მოქმედების მზაობას. ამიტომ, ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი პროდასავლური, ჩვენი პროქართული, პროეროვნული საერთო ეროვნული ბრძოლის. ყველა ადამიანმა, რომელიც იბრძვის, იქნება ის ახლა ციხეში და საკნიდან გვიყურებს, იქნება რუსთაველზე, სასამართლოს ეზოში თუ ნებისმიერ ადგილას, უნდა იცოდეს, რომ ყველა თქვენს მოქმედებას აქვს უდიდესი აზრი იმიტომ რომ ის ესმის მსოფლიოში, ევროპაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს" — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს, 9 ივლისს ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებსა და ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. 32-პუნქტიანი ანგარიში საქართველოს 2023-2024 წლების ვითარებას შეეხება და მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, იმის ფონზე, რომ საქართველო უხეშად არღვევს შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს. ამას გარდა, ანგარიში შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერების დაკავების გამო და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს დამოუკიდებლად დაუწესონ სანქციები ოცნების ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის გამო. ანგარიშში მოთხოვნილია ქვეყნის SWIFT-დან გათიშვა და სექტორული სანქციების დაწესება.
ასევე იხილეთ:
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები