მარტა კოსი: "საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითიდღე ირყევა, "ქართული ოცნების" რეჟიმმა მძიმე რეპრესიები დაიწყო"
ფოტო: Portal GOV.SI
"ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველით" — ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.
მისი განცხადებით, ოცნების ხელისუფლების "რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს"
"საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითიდღე ირყევა. ქართული ოცნების რეჟიმმა მძიმე რეპრესიები დაიწყო ევროკავშირის მომხრე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი დააკავეს. ხელისუფლება აგრძელებს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, ხოლო რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.
ამჟამად კომისია 46 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს. დამატებით 32 მილიონი ევრო წევრი ქვეყნების დამტკიცების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. უახლესი რეპრესიული კანონები, კერძოდ FARA, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს", — აღნიშნა მარტა კოსმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
როგორც მარტა კოსმა აღნიშნა, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიები მიუღებელია და ამასთან საბრძოლველად ისინი საკომუნიკაციო ძალისხმევას გააძლიერებენ.
"შემოდგომაზე წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, დამატებით 7 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ. მომავალ კვირას საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს ქართული ოცნების მთავრობის რეპრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ. დემოკრატიული სტანდარტების ამჟამინდელ უკუსვლაზე საპასუხოდ ყველა ვარიანტი განსახილველად უნდა დარჩეს, ამავდროულად, გაფართოების სამუშაო ჩარჩოს მიღმა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკაში ჩართულობის შესაძლებლობა უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიისა და რეგიონული კავშირის კონტექსტში", — განაცხადა ევროკომისარმა. კომენტარს IPN ავრცელებს.
გუშინ, 8 ივლისს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საქართველოზე ანგარიშთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. კენჭისყრა 9 ივლისსა დაგეგმილი.
32-პუნქტიანი ანგარიში საქართველოს 2023-2024 წლების ვითარებას შეეხება და მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, იმის ფონზე, რომ საქართველო უხეშად არღვევს შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს.
ამას გარდა, ანგარიში ითხოვს, რომ დაუყოვნებლად დაწესდეს მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებზე; ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან — განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსთან — ივანიშვილის ფინანსური აქტივების გაყინვის მიზნით.
ანგარიშში ევროკომისია "ღრმა სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტზე, რომ მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება ვერ გამოიყენა საქართველოსთვის, როგორც კანდიდატი ქვეყნისთვის, მინიჭებული ისტორიული შანსი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად.
ანგარიშში ევროპარლამენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობრივი ხერხებით პროტესტის ჩახშობისგან და გააუქმოს ის რეპრესიული კანონები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ აშკარად "ავტორიტარული მმართველობისკენ გადაუხვია". მათი თქმით, ამ არადემოკრატიულმა არჩევნებმა ქართული ოცნებას საშუალება მისცა, "უკანონოდ დაჰპატრონებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპრესიული კანონმდებლობა გაეტარებინა და პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს დასხმოდა.
რასა იუკნევიჩიენეს მომზადებულ ანგარიშში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. ანგარიშში ასევე ნახსენებია "დე ფაქტო პრეზიდენტი" და სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებენ.
დოკუმენტის მიხედვით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ ვერ მოახერხა წინსვლა — და პირიქით, უკუსვლა განიცადა — ევროკომისიის მიერ მითითებული ცხრა ნაბიჯის ძირითადი მიმართულებებით, მიუხედავად ხელისუფლებისგან ამის საწინააღმდეგო განცხადებებისა.
- ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვა, სანქციები ივანიშვილს - რა წერია ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში, რომელსაც დღეს განიხილავენ
- "ოცნების" მხარდამჭერმა ESN-ის პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში დააინიციირა შესწორება, რომლითაც საქართველოს "ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება"
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები