ოზი ოსბორნმა კარიერა ფინალურ კონცერტზე დაასრულა — ნახეთ ვიდეო
ფოტო: People.com
ლეგენდარული როკ-ჯგუფი, Black Sabbath, კიდევ ერთხელ გაერთიანდა ოზი ოსბორნის საბოლო შოუსთვის, რომელიც შაბათს ბირმინგემში გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა სხვა როკის ლეგენდებმაც მიიღეს და შოუ ოსბორნის უკანასკნელად სანახავად მისული მსმენელისთვის დაუვიწყარ სანახაობად იქცა.
სტივენ ტაილერი, მეტალიკა, Guns N’ Roses, რონი ვუდი, Alice in Chains, Slayer, ფრედ დარსტი და სხვა შემსრულებლები წარდგნენ დაახლოებით 42 000 მსმენელის წინაშე. კონცერტი, რომელსაც "Back to the Beginning" (დაბრუნება დასაწყისში) ეწოდებოდა, ოზი ოსბორნთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება იყო.
კონცერტზე წარდგენილმა მხარდამჭერმა არტისტებმა შეასრულეს როგორც Black Sabbath-ის ქავერები, ასევე საკუთარი სიმღერები.
Metallica-ს გამოსვლის შემდეგ, სცენაზე გამოჩნდა 76 წლის ოზი ოსბორნი და ხუთი სიმღერა შეასრულა. შემდეგ მას შეუერთდნენ მისი ყოფილი ჯგუფის, Black Sabbath-ის წევრები: ტონი იომი, ბილ ვარდი და გიზერ ბატლერი, რომლებმაც ერთად ოთხი სიმღერა შეასრულეს.
ოსბორნი, რომელიც პარკინსონის სინდრომითაა დაავადებული, შავი ტყავის სკამიდან მიმართავდა გულშემატკივრებს.
ბოლო სიმღერის დასრულების შემდეგ, ოზის ტორტი მიართვეს და საკონცერტო დარბაზის თავზე ფეიერვერკები გაისროლეს, რაც ემოციური საღამოს დასასრული იყო.
"ეს ჩვენი ბოლო სიმღერაა. თქვენმა მხარდაჭერამ საშუალება მოგვცა, საოცარი ცხოვრებით გვეცხოვრა. მადლობა მთელი გულით. მიყვარხართ," — მიმართა ოზიმ მაყურებლებს.
კონცერტი, რომელსაც Aquaman-ის ვარსკვლავი, ჯეისონ მომოა უძღვებოდა, მთლიანად გაიყიდა. კონცერტზე Black Sabbath-ის წევრები 20 წლის განმავლობაში პირველად წარდგნენ ერთად სცენაზე.
ჯეისონ მომოა კონცერტზე
ფოტო: Getty Images
კონცერტიდან შემოსული თანხა გადაეცა სამ საქველმოქმედო ორგანიზაციას: Cure Parkinson’s-ს, Birmingham Children’s Hospital-სა და Acorn Children’s Hospice-ს.
კონცერტამდე, ოზის მეუღლემ და მენეჯერმა, შერონ ოსბორნმა გაამხილა, რომ კონცერტზე ერთ-ერთ ჯგუფს მონაწილეობის უფლება ჩამოართვა, რადგან მათ შოუდან ფინანსური სარგებლის მიღება სურდათ.
ოზი ოსბორნმა Black Sabbath ბირმინგემში 1968 წელს დააფუძნა და ჯგუფი მალე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეტალ-ბენდად იქცა ისტორიაში.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები